1 1 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს მნიშვნელოვანი საოჯახო საკითხების მოგვარება მოგიწევთ. ზოგიერთი დიდი ხნის ჩანაფიქრს განახორციელებს. საყვარელ ადამიანთან მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას. 

კურო
სამსახურის საქმეების გამო ოჯახის წევრებს სათანადო ყურადღებას ვერ დაუთმობთ. წარმატება თქვენს მხარესაა და მეტად უნდა გააქტიურდეთ. თუ კონფლიქტი არ გსურთ, საყვარელ ადამიანს სხვების თანდასწრებით ნუ გაეხუმრებით. 

ტყუპი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან და მათი მხარდაჭერით საქმეების მოგვარებას შეძლებთ. სამსახურში ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნაჩქარევად. მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას. 

კირჩხიბი
თქვენთვის უცნობი საქმიანობის დაწყებამდე რჩევა ჰკითხეთ სპეციალისტებს, გამოცდილ მეგობრებს. ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ. საყვარელი ადამიანის მიმართ ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი, კრიტიკული. 

ლომი
საქმეები თქვენი აქტიური ჩარევის გარეშეც მშვენივრად გვარდება. ასე, რომ, მეტად დაისვენეთ. მოზომილად ხარჯეთ ფული. საყვარელ ადამიანთან მცირეხნიანი განშორება კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს კავშირს. 

ქალწული
ახალ საქმიან პარტნიორებს გაიჩენთ; ახალი საქმიანობის დაწყების საშუალება მოგეცემათ. საღამოს გვიანობამდე სამსახურში ნუ გაჩერდებით; მეტი დრო გაატარეთ შვილებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. 

სასწორი
მცირე უსიამოვნებები ნუ შეგაფერხებთ. დრო არა წუწუნს, არამედ, შეცდომების გამოსწორებას დაუთმეთ. გაუფრთხილდით კუჭს. გაერკვიეთ პირად ცხოვრებაში. ცოტა ხანში რომანტიკული ნაცნობობა გელით. 

მორიელი
კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად, ახალი პროექტების რეალიზაციისთვის. დღეს კარგია მედიტაცია და შემოქმედებითი საქმიანობა. უსიამოვნებებს მხოლოდ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობით გაიქარვებთ. 

მშვილდოსანი
აუჩქარებლად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. წარმატება შრომას მოითხოვს, ნუ გგონიათ, რომ ერთ დღეში მიაღწევთ სასურველს. სამსახურის შემდეგ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. 

თხის რქა 
თუ მოინდომებთ, ბიზნესის გაფართოებას დახმარების გარეშე შეძლებთ. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად; შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. მიირთვით მეტი ხილი. 

მერწყული
დაივიწყეთ სამსახურის საქმეები, საოჯახო ვალდებულებები და დაისვენეთ, გამოიძინეთ. უმჯობესია, საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავროთ, სუფთა ჰაერზე ისეირნოთ. აგრეთვე კარგია ცურვა. 

თევზები
სხვების გასაკეთებელ საქმეებს, ზედმეტ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი მზრუნველობა გმართებთ. მიიღეთ ვიტამინები და მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...