1 0 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"კიევში ჩემი მეგობარი ააფეთქეს"-სააკაშვილი შერემეტის მკვლელობაზე

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი facebook-ზე საკმაოდ ემოციურ წერილს აქვეყნებს და ცნობილ ბელარუს ჟურნალისტ პაველ შერმეტთან მეგობრობას იხსენებს.

"2009 წელს მან დაწერა ჩემს შესახებ ძალიან კრიტიკული და ჩემი აზრით, უსამართლო ბრალდებებით სავსე წიგნი. მაიდნის შემდეგ ის კიევში შემხვდა და ინტერვიუ მთხოვა. არც ვიცი რატომ, მაგრამ გადავწყვიტე შანსი მიმეცა. ინტერვიუ ვრცელი და ძალიან პროფესიონალური გამოვიდა და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ დავმეგობრდით.

პაველი ახერხებდა პატარა ადამიანების პოვნას, როგორიც მაგალიად მეღვინეა შაბო ლაკარნედან, ან პატარა კომპანიის ხელმძღვანელი კობლევოდან, რომელსაც საგადასახადო პოლიციამ "გადაუარა" და აქცევდა მათ დაცვას ღირსების საქმედ არამხოლოდ თავისთვის, არამედ ყველასთვის.

იმ ჩემი "არმოწონებული" წიგნის შემდეგ ის ჩემს მფარველ ანგელოზად იქცა. ის მე და ჩემს გუნდს გვაცილებდა მოსყიდული ჟურნალისტების მრავალრიცხოვანან შემოტევებს. იყო საოცრად მოწესრიგებული და ნიჭიერი ადამიანი.

ტერორისტების მიერ მისი მოკვლა ამძაფრებს ჩემს შეგრძნებას, რომ ქვეყანაში რაღაც ძალიან საშიში მზადდება. პოლიტიკური კლასი კი თვალდახუჭული მიგვიძღვის უფსკრულისკენ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ის ჩვენი ყვირილით. სამწუხაროა, რომ უკრაინის ერთ-ერთი მძლავრი ხმა გამოგვაკლდა."-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, შემერეტი დღეს კიევის ცენტრში მანქანაში ააფეთქეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...