0 8 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისში მძლეოსნობის 2016 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი დასრულდა

ტურნირზე ევროპის 47 ქვეყნის 1 000-მდე ახალგაზრდა, მათ შორის 12 ქართველი სპორტსმენი ასპარეზობდა. დელეგაციის წევრების, მსაჯებისა და მწვრთნელების ჩათვლით, ჩემპიონატის ფარგლებში საერთო ჯამში, საქართველოს 1 500 ადამიანი სტუმრობდა. მძლეოსნობის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ასპარეზობები „ახალ თბილისში“ მდებარე მძლეოსნობის სტადიონზე მიმდინარეობდა. ორგანიზატორთა განცხადებით, თბილისისთვის ეს ისტორიული ტურნირი იყო, რადგან ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატს მძლეოსნობაში დედაქალაქმა პირველად უმასპინძლა. ევროპის პირველობისთვის მასპინძლობაში საქართველოს მთავარი კონკურენტი იტალია იყო, თუმცა მძლეოსნობის ევროპის ფედერაციის კონგრესზე გადაწყვეტილება თბილისის სასარგებლოდ იქნა მიღებული. 2016 წლის მძლეოსნობაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული საერთო მედლების რაოდნეობით დიდი ბრიტანეთის გუნდი გახდა. რაც შეეხება საქართველოს, ქართველი სპორტსმენებიდან საუკეთესო შედეგი ბადრი ქიმაძემ აჩვენა, რომელიც ბირთვის კვრაში მე-5 ადგილზე გავიდა. საერთო ჯამში, მედლები ტურნირზე მონაწილე 28 ქვეყანამ მოიპოვა. გამარჯვებულებს მედლები ტურნირის პლატინის სპონსორმა, სამშენებლო კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენის“ წარმომადგენლებმა - გენერალურმა დირექტორმა მურათ ავჯიმ, გენერალური დირექტორის მოადგილემ პროექტების განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, გაყიდვებისა და მარკეტინგის დარგში ოღუზ ქაან ქარერმა და პროექტების კოორდინატორმა ემრე იეთიქშინმა. „ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი იყო ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდული ჩემპიონატის სპონსორობა. „მაქრო ქონსთრაქშენი“ მაქსიმალურად ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღ წესის განვითარებას და ყოველთვის მოხარულია, მსგავსი ტიპის ტურნირებთან თანამშრომლობის. ჩვენთვის ასევე ორმაგად სასიხარულია ის ფაქტი, რომ სწორედ ამ ოლიმპიური კომპლექსის გვერდით მიმდინარეობს ჩვენი ახალი პროექტის „მწვანე ალმასის“ მშენებლობა, რომლის უნიკალური ინფრასტრუქტურა ასევე ითვალისწინებს სპორტულ და ღია სავარჯიშო მოედნებს“, - აღნიშნა „მაქრო ქონსთრაქშენის“ გენერალურმა დირექტორმა მურათ ავჯიმ, გენერალური დირექტორის მოადგილემ პროექტების განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, გაყიდვებისა და მარკეტინგის დარგში ოღუზ ქაან ქარერმა და პროექტების კოორდინატორმა ემრე იეთიქშინმა გადასცეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...