2 0 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტრადიციული რეწვის ოსტატების გადამზადება მიმდინარეობს

წელს პირველად, აჭარაში მცხოვრებ ტრადიციული რეწვის ოსტატებს ექსპერტები თანამედროვე ბაზრის შესაბამისი პროდუქციის შექმნაში დაეხმარებიან.  2016 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით „სოფლად მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარების პროექტი“ ხორციელდება. პროექტში ამ ეტაპზე ტრადიციული რეწვის 20-ზე მეტი ოსტატია ჩართული და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.

ამ პერიოდისათვის რეწვის ოსტატებს უკვე ჩაუტარდათ ბაზარზე ორიენტირებული პროდუქციის განვითარების 5 ტრენინგი. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბაზარზე ორიენტირებული პროდუქციის განვითარების არანაკლებ 4 დარგობრივი ვორკშოპის (სხვადასხვა მიმართულებით: კერძოდ, ხის მხატვრული დამუშავება, წნული, ქსოვა, ქარგვა, სამკაულების დამზადება და სხვა) ჩატარება და აღნიშნულ ტრენინგებსა და ვორკშოპებზე დაყრდნობით ტრადიციული რეწვის პროდუქციის განახლებული ხაზის (დიზაინი, ფუნქციური ჯგუფები) შექმნა.

დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე ხელოვნების უნივერსიტეტში  ტრენინგების მიმდინარეობას დაესწრო და აღნიშნა რომ, სამინისტროს მიზანია ხელი შეუწყოს სოფლად მცხოვრებ ტრადიციული რეწვის ოსტატებს რათა აქციონ თავიანთი საქმიანობა წარმატებულ ბიზნესად.

 „სოფლად მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარების პროექტის“ ფარგლებში 2016 წლის აგვისტოს თვეში მოეწყობა პროექტის ფარგლებში შექმნილი ტრადიციული რეწვის განახლებულიპროდუქციის გამოფენა ქალაქ ბათუმში, ხოლო სექტემბრის თვეში აღნიშნული პროდუქცია უკვე ქალაქ თბილისში გამოიფინება.

აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია - „საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია“ .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...