0 7 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აჭარის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის 95 იუბილე აღინიშნა

აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ათწლეულების მანძილზე ღირსეულად ემსახურება რეგიონში ქართული საშემსრულებლო ხელოვნების ტრადიციების დაცვის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის საქმეს.

 2016 წლის 11 ივლისს ანსამბლმა 95 წლის იუბილე აღნიშნა. იუბილესთან დაკავშირებით, ანსამბლის ვარსკვლავი და მემორიალური დაფა გაიხსნა. დაფაზე იმ 44 ხელოვანის სახელი და გვარი წერია, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მის ისტორიაში. 

სპეციალური საკონცერტო პროგრამით აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ხელოვნების ცენტრში წარსდგა მაყურებლის წინაშე. ღონისძიების ბოლოს დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. ანსამბლის მოქმედ და ყოფილ წევრებს "ქორეოგრაფთა ბრწყინვალების ორდენი" და სიგელები გადაეცათ. ანსამბლის 17 წევრი კი "ქორეოგრაფიის ამაგდართა" წოდებით და მედლით დაჯილდოვდა.

იუბილის აღსანიშნავად ანსამბლს  საჩუქარი და მისალოცი ადრესი გადასცა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა და აღნიშნა, რომ უდიდესია ანსამბლის წვლილი ქართული ფოლკლორის, აჭარის რეგიონისათვის დამახასიათებელი სასიმღერო და ქორეოგრაფიული ტრადიციების აღორძინებისა და საშემსრულებლო ხელოვნების  განვითარების საქმეში.

ხელოვნების სიყვარულის, დაუღალავი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და გამორჩეული ნიჭიერების წყალობით ანსამბლმა არსებობის მანძილზე მოიპოვა აღიარება როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ვულოცავ ანსამბლს 95 წლის იუბილეს და ვუსურვებ შემდგომ შემოქმედებით წარმატებებს.

ანსაბლის იუბილის აღნიშვნას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის წევრები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და ანსაბლის გულშემატკივრები. 

    კომენტარები

    მსგავსი სიახლეები

    • 11:06

      რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

      რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

    • 14:56

      ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

      ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

    • 13:15

      რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

      ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

    • 22:28

      27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

      გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

    • 17:57

      ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

      ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

    • 13:41

      ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

      არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

    • 12:17

      თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

      შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...