2 2 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პაშა ბანკის დაფინანსებით სოციალურად დაუცველ და წარჩინებულ სტუდენტებს ტრენინგი ჩაუტარდათ

პაშა ბანკის დაფინანსებით თბილისის ჰიპო ფონდმა და ინტელექტის და განათლების საერთაშორისო სკოლამ  ISIE სოციალურად დაუცველი და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის  ერთდღიანი გასვლითი ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგის მიზანი იყო სტუდენტებისთვის საინტერესო თემებზე გამოცდილების გაზიარება და საბაზისო ინფორმაციის მიწოდება, ასევე მათი ინტეგრაცია და ურთიერთობა არაფორმალურ გარემოში.

მონაწილეების შერჩევა აპლიკაციების საფუძველზე მოხდა.

სპეციალურად ტრენინგისთვის მოწვეულმა სპიკერებმა, მაკა ასათიანმა (უნიქარდი, მარკეტინგის დირექტორი), ბიძინა ქუმსიაშვილმა (თბილისის ჰიპო ფონდის დამფუძნებელი, პენსილვანიის უნივერსიტეტის ლექტორი), ჯემალ არჯევანიძემ (თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის სპეციალისტი) და თორნიკე ჩარგეიშვილმა (მშვიდობის კორპუსის რეგიონალური კოორდინატორი) ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: პროექტების წერა, მარკეტინგი და ეფექტური კომუნიკაცია, მოხალისეობა და არაფორმალური განათლება.  პროექტის მხარდამჭერებს შორის იყვნენ: თბილისის მერია, Wehelp.ge, Generations For Peace,Tbilisi life.

„ჩვენ სიამოვნებით ჩავერთეთ აღნიშნულ პროექტში, რადგან, ვთვლით, რომ აქ გაზიარებული ინფორმაცია და გამოცდილება სასარგებლო იქნება სტუდენტებისთვის. პაშა ბანკისთვის საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა შეიძლება ითქვას, უკვე ტრადიციად იქცა. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოში და ჩვენს რეგიონში ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებას, რისთვისაც განათლება ნამდვილად აუცილებელი წინაპირობაა,“ - განაცხადა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...