2 1 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თურქი ბიზნესმენი ომერ სარი, ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელზე დახმარებას რეჯებ ტაიპ ერდოღანს სთხოვს!

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საქართველოს ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემას თურქეთის ხელისუფლებასთანაც უქმნის. როგორც გაირკვა, მას თურქი ბიზნესმენი ომერ სარი უჩივის, რომელიც ფოთის პორტის ოპერატორ კომპანიებში - "პრომეტკო ჯორჯიასა" და "ჯეესკოში", 5%-5%-იანი წილის მფლობელია. იგი 2008-2009 წლებში ამ კომპანიებიდან ჩხარტიშვილის მიერ გატანილი 3 მილიონი აშშ დოლარის დაბრუნებას ითხოვს. 2013 წელს მან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და მთავარ პროკურატურას სარჩელებით მიმართა, თუმცა იმის გამო, რომ საქმის გამოძიება ჭიანურდება, ომერ სარი აპირებს, დასახმარებლად თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მიმართოს, რათა ამ უკანასკნელმა ოფიციალურ შეხვედრებსა და ვიზიტებზე საქართველოს ხელისუფლებისგან გამოძიების დაჩქარება მოითხოვოს.

ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას გაზეთი "ვერსია" ავრცელებს, რომელიც დეტალების გასარკვევად თურქი ბიზნესმენის ადვოკატს მამუკა კაკუშაძეს დაუკავშირდა. Mმისი ინფორმაციით,  "ამ საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია 2013 წელს გავმართეთ. ამის შემდეგ, ივანე ჩხარტიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ იყვნენ, პრობლემა მოლაპარაკებით, სასამართლოს გარეშე მოგვარებულიყო. რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ, ჩხარტიშვილის ადვოკატებმა დავალიანება აღიარეს და გადმოგვცეს დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ ომერ სარის მიმართ დავალიანება აქვთ. თუმცა ამის იქით საქმე არ წასულა. ვფიქრობ, ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ ლონდონში, ივანე ჩხარტიშვილსა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის სასამართლო პროცესი დასრულდა, რომელიც ჩხარტიშვილმა წააგო და, სავარაუდოდ, ბატონმა ვანომ ყოველგვარი ინტერესი დაკარგა, ჩვენთვის 1 ლარი მაინც დაებრუნებინა..."

ადვოკატი აცხადებს, რომ საუბარი იყო  3 მილიონი აშშ დოლარის დავალიანებაზე, რომელიც დღეს 5 მილიონ ლარამდეა ასული. ეს არის არა უშუალოდ ომერ სარის თანხა, რომელსაც "პრომეტკოსა" და "ჯესკოში", 5%-5%-იან წილებს ფლობდა, არამედ ამ კომპანიების. Mმამუკა კაკუშაძის განცხადებით, ისინი ითხოვენ, "რომ ეს დავალიანება დააბრუნონ კომპანიებში, ან ჩვენი კუთვნილი თანხა მოგვცენ. ჩვენ საკუთარი თანხის დასაბრუნებლად ვიბრძვით, თუ ჩხარტიშვილს კომპანიების დავალიანების დაბრუნება არ სურს, ჩვენი კუთვნილი თანხა მაინც გადაგვიხადოს. ამ შემთხვევაში, პირადი ინტერესი გვამოძრავებს."

რაც შეეხება საქმის სამართლებრივ მხარეს, ადვოკატი აცხადებს, რომ დღეს ეს სარჩელი, სავარაუდოდ, პროკურატურის რომელიმე თაროზეა შემოდებული და რეაგირება არ აქვს: "მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ და ამ საქმით თურქეთის რესპუბლიკის ელჩიც დაინტერესდა, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართვაც კი გაუგზავნა, იქიდან მხოლოდ ასეთი პასუხი მიიღო - მიმდინარეობს გამოძიება. იმის გამო, რომ პროკურატურაში ძიების პროცესი ჭიანურდება, ომერ სარი აპირებს, თურქეთის პრეზიდენტს მიმართოს, რათა რომელიმე ოფიციალური ვიზიტის დროს, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მის ქართველ კოლეგებს გამოძიების დაჩქარება მოსთხოვოს."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...