1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„დადგინდა, რომ ქვეყანაში გვყავს პოლიტპატიმარი“

ჩამოტვირთვა

დღეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომლის თანახმადაც, მერაბიშვილს პატიმრობა დაუსაბუთებლად შეეფარდა.

სასამართლომ სახელმწიფოს მისთვის მორალური ზიანისა და პროცესიასა გაწეული ხარჯების ანაზღაურებაც დაავალა.

"ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე მხარემ (საქართველომ) უნდა გადაუხადოს ვანო მერაბიშვილს 4 000 ევრო და ნებისმიერი გადასახადი, რომელიც ამ თანხაზე დაედება, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.

ასევე 8 ათასი ევრო, თანდართული გადასახადებით, პროცესისას გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად.

ეს თანხმა, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფომ ეროვნულ ვალუტაში, არსებული კურსის შესაბამისად, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებიდან სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს მერაბიშვილს."-ნათქვამია გადაწყვეტილებაში.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები