1 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში სამთო ტურიზმის სპეციალისტებს ფრანგები მოამზადებენ

საქართველოში სამთო ტურიზმის პროფესიებში დახელოვნება იყო მთავარი განხილვის თემა სააფრანგეთში სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერთა სკოლის კონსორციუმისა და  საფრანგეთის თხილამურებისა და ალპინიზმის ნაციონალური სკოლის (ENSA) დირექტორატთან. შეხვედრზე. ღონისძიება 8 ივნისს ქალაქ შამონიში, საფრანგეთში საქართველოს ელჩის ხელშეწყობითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაწილეობით გაიმართა. 

საფრანგეთის თხილამურებისა და ალპინიზმის ნაციონალური სკოლის (ENSA) დირექტორატთან და სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) პრეზიდენტთან შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი  ალექსანდრე ონოფრიშვილი, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონე, მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე  ზაურ ჩართოლანი და  საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის პრეზიდენტი  დავით რაქვიაშვილი ესწრებოდნენ. 

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ENSA  საქართველოში მონაწილეობას მიიღებს  სამთო ტურიზმის სპეციალისტების მომზადებაში. პარალელურად, მუშაობა დაიწყება ინსტიტუციური განვითარების და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დახვეწის მიმართულებითაც. 

პროფესიულ განათლებაში  სახელმწიფოს და კერძო სექტორის პარტნიორობა სამთო გამყოლების, სათხილამურო ტრასების უსაფრთხოების სპეციალისტების, ტრენერებისა და სამთო მაშველების მომზადებას გულისხმობს. სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერთა სკოლის კონსორციუმის შეხვედრზე მხარეებმა საქართველოში ENSA-ს მოდელის დანერგვის პერსპექტივებზე ისაუბრეს. 

საქართველოს ტურიზმის ლიდერთა სკოლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების,  განათლების სამინისტროებისა და საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში ინიცირებული პროფესიული კოლეჯია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...