1 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მიჩნდება ეჭვი, რომ მმართველ კოალიციაში არის მოძველბიჭო დაჯგუფება"

ჩამოტვირთვა

"მიჩნდება ეჭვი, რომ მმართველ კოალიციაში არის მოძველბიჭო დაჯგუფება"- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის ტელევიზიაში კორცხელის ინციდენტზე საუბრისას გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, კორცხელის დაპირისპირება იყო რეპეტიცია საპარლამენტო არჩევნების წინ და მომხდარზე სახელმწიფოს სათანადო რეაგირება უნდა მოეხდინა.

„კორცხელი იყო რეპეტიცია 2016 წლის არჩევნების. როდესაც ამ პროცესებს ვაკვირდებით, მიჩნდება ეჭვი, რომ მმართველ კოალიციაში არის გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფება, რომელიც ასე უყურებს ამ პროცესებს. მათ ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი ძალადობრივი სისტემა გადაიფორმეს, ახლა საქართველოს სთავაზობს ეს დაჯგუფება, რომ ასე წარმართოს პოლიტიკა,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები