1 9 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბოლივუდი საქართველოში მასშტაბურ ფილმს "Machine" იღებს

ბოლივუდი საქართველოში მის ერთ-ერთ მასშტაბურ კინოპროექტზე "Machine" მუშაობს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბოლივუდი ფილმის ყველა სცენას საქართველოში გადაიღებს.
"Machine"რომანტიკული თრილერია, რომელიც 2 გოგოსა და 2 ბიჭის დაძაბული ურთიერთობების შესახებ მოგვითხრობს. ფილმის მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებში მონაწილეობას ქართველი მსახიობებიც იღებენ.გადაღებები უკვე დაწყებულია. იგი 65 დღის მანძილზე გაგრძელდება და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს.ფილმის სცენები გადაიღეს რუსთავსა და ბათუმში, გადაღებების გაგრძელება კი კახეთში, ბაზალეთზე,ბორჯომში, მესტიაში, რაბათის ციხესა და მარტვილში იგეგმება.
"Machine" ბოლივუდის ყველაზე მასშტაბური კინოპროექტია საქართველოში, რომელზეც „Betterfly Production" და „Abbas Mustan" ერთობლივად მუშაობენ. პროექტი ინიცირებულია მუმბაიში, ინდოეთში საქართველოს საპატიო კონსულის Satinder S Ahuja მიერ. პროექტის განხორციელებაში ასევე ჩართულია SIA TRADING CORPORATION, რომელსაც Amit Tandon წარმოადგენს.
ფილმის მწარმოებელი კომპანია ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც ქეშ რიბეითის სქემით ისარგებლებს.ქეშ რიბეითი არის ნაღდი ფულის უკან დაბრუნების სისტემა, რომლის თანახმად, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ფილმის წარმოების ხარჯებიდან შესაძლოა გამოიყოს კვალიფიციური ხარჯი. ამ ხარჯის 20% კი ფილმის მწარმოებელ კომპანიას უკან დაუბრუნდება.
ქეშ რიბეითი პროგრამის "გადაიღე საქართველოში" შემადგენელი ნაწილია, რომელსაც მეწარმეობის განვითარების სააგენტო ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროგრამის მიზანია, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მიმზიდველ გადასაღებ ცენტრად იქცეს და მალე საერთაშორისო მასშტაბით დიდ კინომწარმოებლებს უმასპინძლოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...