2 3 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეს ორსართულიანი მატარებლის შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა

Stadler Bussnang AG-ის დამფუძნებელმა - გენერალურმა დირექტორმა პიტერ შპულერმა  და საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ ორსართულიანი მატარებლების შესყიდვის ხელშეკრულებას დღეს ხელი მოაწერეს.
ზაფხულის სეზონისათვის ს/ს "საქართველოს რკინიგზამ“ მგზავრებს განსაკუთრებულ სიურპრიზს უმზადებს. როგორც უკვე ცნობილია, ორსართულიანი ევროპული სტანდარტის Stadler Kiss მოდელის მატარებელი მგზავრებს ივლისიდან მოემსახურება. 
შვეიცარული კომპანიის Stadler Bussnang AG-ს  ელექტრომატარებელი შავი ზღვის მიმართულებით განახორციელებს მგზავრთა კომფორტულ გადაყვანას. ოთხი ახალი მატარებელი არის აღჭურვილი ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით, რომლებიც ყველა სტანდარტის მოთხოვნებთან არის შესაბამისობაში. 
მატარებლის ტექნიკური მონაცემები  სრულად შეესაბამება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს. ამასთან, სრულად აკმაყოფილებს საქართველოს რკინიგზის მოქმედ გაბარიტებს. ლიანდაგის სიგანე, რომელზეც მატარებელია გათვლილი 1520 მმ-ია. ელექტრომატარებლის სიგრძე 101,7 მეტრია, ხოლო სიგანე 3400 მმ, ახალი ელექტრომატარებლის სიმაღლე 5240 მილიმეტრს შეადგენს. მატარებელი 400 მგზავრზეა გათვლილი.ტექნიკური მოთხოვნების შესამუშავებლად საქართველოს რკინიგზამ Deutsche Bahn-ის ექსპერტების მომსახურებით ისარგებლა. ტექნიკურ პარამეტრებზე გერმანელ სპეციალისტებთან  ერთად ქართული მხარეც მუშაობდა.  
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  Stadler Kiss მოდელის მატარებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებაზეა გათვლილი. მათთვის მატარებელში არის ლიფტები და სველი წერტილები. გარდა ამისა, საპირფარეშოში  ჩვილბავშვთა მოვლისათვის საჭირო სპეციალური მაგიდაა განთავსებული.
Stadler Kiss მოდელის მატარებელი - ს/ს "საქართველოს რკინიგზის“ განვითარების ახალი ეტაპია, მომსახურების განვითარების სფეროში წინ გადადგმული ნაბიჯი. პერსონალი, რომელიც მგზავრებს ამ მატარებლზე მოემსახურება სპეციალური გადამზადების კურსებს სხვადასხვა ქვეყნებში უკვე გადის.ახალი მატარებელი საქართველოში 17 ივლისს შემოვა და ტექნიკური რეგლამენტის გავლის შემდეგ, თბილისიდან ბათუმის მიმართულებაზე დადგება. ელექტრომატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართუელბით შეჩერების გარეშე იმოძრავებს და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში -  ბათუმში, ქობულეთსა და ურეკში გაჩერდება. Stadler Kiss მოდელის მატარებელი ევროპის ყველაზე მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. აღნიშნული მოდელის მატარებელი შვეიცარიაში, ბელგიაში, გერმანიაში, ავსტრიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში კურსირებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...