2 0 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

65 წლამდე მამაკაცს 11 წლის მოზარდის გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ

ჩამოტვირთვა

ხმაური იყო წუხელ ქობულეთში. 65 წლამდე მამაკაცს 11 წლის მოზარდის გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ. 6 საათის განმავლობაში მეზობლები მის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდნენ და მამაკაცის დასჯას  ითხოვდნენ.

შეკრებილებმა რამდენჯერმე საცხოვრებელ სახლში შეჭრაც სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

მომხდარის გამო სახლში მყოფი ოჯახის ერთ-ერთი წევრი ქალბატონი შეუძლოდ გახდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეკრებილები მხოლოდ მას შემდეგ დაიშალნენ, როცა დარწმუნდნენ, რომ სახლში აღარავინ იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა გამოკითხეს მცირეწლოვანის დედა.

საგამოძიებო უწყებაში დაიბარებენ გაუპატიურების მცდელობაში დადანაშაულებულ მამაკაცსაც. შს სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება იმ შემთხვევაში დაიწყება თუ რაიმე სახის სამართლებრივი დარღვევა გამოვლინდება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები