1 4 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი გალერეამ ფესტივალის - „თბილისი -2016 თანამედროვე მუსიკის საღამოების“ კონცერტს უმასპინძლა

თიბისი ბანკის მხარდაჭერით, თიბისი გალერეაში ყოველწლიური ფესტივალის, „თბილისი -2016 თანამედროვე მუსიკის საღამოების“ კონცერტი გაიმართა.

მუსიკალურ საღამოზე ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, რიხარდ შტრაუსის, ალექსანდრ სკრიაბინის, კარლჰაინც შტოკჰაუზენისა და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდა.  კონცერტზე მაყურებელმა  ნიკოლა ვერენის ინსტალაციასაც იხილა ოპერიდან  „უშბა და თეთნულდი“. 

„თანამედროვე მუსიკის საღამოები“  საქართველოში  2004 წლიდან ყოველწლიურად იმართება.  წელს   ფესტივალი  პროექტის,  Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.

 „თანამედროვე მუსიკის საღამოები“ საქართველოში უკვე მე-12 წელია მუსიკალური ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. საერთაშორისოდ აღიარებული  თანამედროვე მუსიკის ანსამბლების მონაწილეობით ქართველი მსმენელი ეცნობა მსოფლიო მუსიკის მიღწევებს და იღებს ინფორმაციას თანამედროვე მუსიკალურ ხელოვნებაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

 ფესტივალში სისტემატურად მონაწილეობენ კონსერვატორიის წამყვანი პროფესორები, სტუდენტები, თანამედროვე მუსიკის ანსამბლები და სოლისტები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ლიტვიდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან, შვეიცარიიდან  და ა.შ.

ბოლო წლებში  ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა რუსმა პიანისტმა ალექსეი ლიუბიმოვმა, გერმანელმა დირიჟორმა ჟოლტ ნადმა, ფრანგმა მსახიობმა სედრიკ ტიოლემ, ასევე კომპოზიტორებმა: ფრანსუა-ბერნარ მაში, იზაბელ მუნდრი, ფილიპ იურელი, იოსებ ბარდანაშვილი, დან იუხანსი, ჰანს ტუჩკუ, რომლებმაც ლექციები წაიკითხეს და მასტერკლასები  ჩაატარეს კონსერვატორიის სტუდენტებისთვის.

წელს „თანამედროვე მუსიკის საღამოები“ 26 მარტს დაიწყო და 9 მაისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...