2 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კახა კალაძე: პრეზიდენტმა სრულიად გაუგებარი განცხადებები გააკეთა

ჩამოტვირთვა

„შეიძლება კიდეც შეიცვალოს ეს და რატომ იქნება ეს დაპირისპირება. ვფიქრობ, ეს შეთანხმებული მოქმედებაა, უბრალოდ, პრემიერმინისტრმაც აღიარა, რომ იყო კოორდინაციის პრობლემა," - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

ამ კუთხით პოლიტიკურ თამაშს გამორიცხავენ მინისტრები. ხელისუფლების წევრები პრეზიდენტს გაუგებარ განცხადებებში ადანაშაულებენ, თუმცა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დაპირისპირებას არ ადასტურებენ.

ვიცეპრემიერ კახა კალაძის ინფორმაციით, ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საარჩევნო კამპანია 3 თვით ადრე დაიწყოს.

„პრემიერმა ძალიან კარგი განმარტებები გააკეთა გუშინ, მთავრობის სხდომაზე, თუმცა, პრეზიდენტმა სრულიად გაუგებარი განცხადებები გააკეთა 5 თვით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით. თუმცა, თქვენ იცით, რომ ამას მარტო პრეზიდენტი ვერ წყვეტს, ეს უნდა მოხდეს ურთიერთშეთანხმების შედეგად და შესაბამისად იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ 8 ივლისიდან დაიწყოს კამპანია. დაპირისპირებას ვერ ვხედავ, ვფიქრობ, თავიდან იყო გაუგებრობა, შესაძლოა კანცელარიის მხრიდან იყო არასწორად მიწოდებული ინფორმაცია. ეს არ უნდა გავხადოთ რაღაც პოლიტიკურ თამაშად, ერთმანეთის ჯიბრში ჩადგომად,“ - განაცხადა კახა კალაძემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები