1 4 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დინამო თბილისმა ავერსს სპეციალური სიგელი გადასცა

უკვე ორი წელიწადია, რაც `ავერსი~ საფეხბურთო კლუბ `დინამო თბილისის~ სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნავს _ მათ ყველა საჭირო მედიკამენტითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს. საფეხბურთო კლუბმა `დინამო თბილისმა~ კომპანია `ავერსს~ ორწლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავად სპეციალური სიგელი გადასცა. საფეხბურთო კლუბ `დინამო თბილისის~ პრეზიდენტი რომან ფიფია აღნიშნავს, რომ `ავერსი~ `დინამოს~ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. მათ შორის თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება და კომპანია `ავერსი~ `დინამოს~ ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე ისევ იზრუნებს._ `უკვე ორი წელიწადია, რაც `ავერსი~ ჩვენი პარტნიორია, და ეს ის ვადაა, როცა ჩვენი ურთიერთობის შეფასება შეგვიძლია. მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ პაატას, რადგან მისგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ იმ უპრეცედენტო საქველმოქმედო პროექტში, რომელსაც ქართული ფეხბურთის განვითარება ჰქვია, ეს არის სრულად სოციალური პროექტი. სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე სპორტის ვერც ერთი სახეობა ვერ განვითარდება, ამიტომ `ავერსის~ თანადგომა ჩვენი სპორტსმენებისთვის და საერთოდ, ქვეყნის წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორც `ავერსის” დამფუძნებელმა აღნიშნა, თანამშრომლობა `დინამო თბილისთან~ ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობას, ჯანმრთელი მომავალი თაობების აღზრდას და, საზოგადოდ, სპორტის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას ისახავს მიზნად: _ `ავერსი საფეხბურთო კლუბ `დინამო თბილისის~ სპორტსმენებს პირველ რიგში მედიკამენტებით, ასევე სამედიცინო დაწესებულებების მომსახურებით უზრუნველყოფს და ჩვენი სურვილია, რომ ამ ქველმოქმედებით გარკვეული წვლილი შევიტანიოთ ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში~ _ აღნიშნავს ბატონი პაატა. `ავერსის” დამფუძნებელი პაატა კურტანიძე ქართული სპორტის დიდი ქომაგი და გულშემატკივარია და მნიშვნელოვანი წვლილიც შეაქვს მის განვითარებაში. `ავერსი~ ზრუნავს ვეტერან და მოქმედ სპორტსმენებზეც და მათ საჭირო მედიკამენტებითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს. ამ პირობით “ავერსსა” და ოლიმპიურ კომიტეტს შორის ჯერ კიდევ 2009 წლის 19 თებერვალს პირველად გაფორმდა ხელშეკრულება. `სასიხარულოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გამოვხატოთ პატივისცემა და მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში იშრომეს, იღვაწეს იმისათვის, რომ საქართველო ესახელებინათ. იმედი გვაქვს, ჩვენს ქვეყანას ახალგაზრდა ფეხბურთელებიც ასევე გაუთქვამენ სახელს _ აღნიშნავს ბატონი პაატა.`ავერსი” საფეხბურთო კლუბ `დინამო თბილისის~ სპორტსმენებს წარმატებას, გამარჯვებას, ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს უსურვებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...