1 2 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პარლამენტში მიხეილ მაჭავარიანს მიკროფონი ესროლეს

ჩამოტვირთვა

სიტუაცია დაიძაბა დღეს საქართელოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

კონფლიქტის მიზეზი პარლამენტში ფარული ჩანაწერების შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერის გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა. მან ხელისულფებას კონკრეტული ადამიანების დასჯისაკენ მოუწოდა.

"როგორც კი ნახავთ ადამიანს, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა, თავზე ხელი კი არ უნდა გადაუსვათ და სამსახურიდან კი არ უნდა გაუშვათ, როგორც ეს გააკეთეთ გელა ხვედელიძის შემთხვევაში, ამ პირმა ჩაიდინა თვითმკვლელობამდე მიყვანის დანაშაული და უნდა ყოფილიყო დასჯილი", განაცხადა ბარამიძემ.

ნაციონალური მოძროაბის ლიდერმა განმარტა, რომ თუ ხელისუფლება თავის დროზე ფარული კადრების გავრცელებისთვის მისივე გუნდის წევრებს სათანადოდ დასჯიდა, აღარ მოხდება, ნიკა გვარამიას, ეკა მიშველაძისა და ინგა გრიგოლიას იგივე მეთოდებით დაშანტაჟება.

გიორგი ბარამიძის ამ გამოსვლის შემდეგ დარბაზში სიტყვა დეპუტატ ლუკა კურტანიძეს მისცეს, რა დროსაც ჩხუბი დაიწყო. ფრაქცია ქართული ოცნების დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს მიხეილ მაჭავარიანს დაუპირისპირდა. დეპუტატმა კარლო კომპალიანმა კი მაჭავარიანს მიკროფონი ესროლა.

ვითარების განმუხტვა მანდატურების ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები