0 6 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნატოს ხომალდები ბათუმის ნავსადგურში

ჩამოტვირთვა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საპორტო ვიზიტით ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) შემოვიდა, რომელიც ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი 4 ხომალდითაა დაკომპლექტებული. ნატოს ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 15 თებერვლამდე დაჰყოფენ და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული სწავლებები ნატო-სა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას ისახავს მიზნად.

ამჟამად ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში ოპერაცია „აქტიური ძალისხმევის“ მხარდაჭერას ახორციელებს და ხელს უწყობს ზღვაზე საერთაშორისო მიმოსვლის უსაფრთხოებას. ის, ასევე, წარმოადგენს ნატო-ს სწრაფი რეაგირების (NRF) საზღვაო კომპონენტს.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ოპერაციაში „აქტიური ძალისხმევა“, 2010 წელს გაფორმებული ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე, ინფორმაციის გაცვლის გზით მონაწილეობს. 2014 წლიდან ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობაში, მეკავშირე ოფიცრის სახით, მივლენილია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელიც აღნიშნული ოპერაციის წარმატებით განხორციელებას უწყობს ხელს.

ხვალ ბათუმში ასევე ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსი, კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციო, რომელიც შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეხვდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები