1 6 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

2019 წელს თბილისის სამ კლინიკაში მსოფლიო სტანდარტის ინფრასტრუქტურას მივიღებთ

დღეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის პრეზენტაცია მოისმინეს.

“ეს იქნება პირველი ქმედითი ნაბიჯი, რომ საქართელოში შეიქმნას კერძო–სახელმწიფო პარტნიორობაზე დაფუძნებული ინსფრასტრუქტურული მოდელები. თავისი შინაარსით ეს მოიცავს სამ დიდ კლინიკას : რესპუბლიკური საავამდყოფო, ონკოლოგიური ცენტრი და ხილიანზე ბავშვთა ინფექციური საავამდყოფო. ამ გარდამავალ ეტაპზე შეუძლებელი იქნება სამივე მათანის დახურვა და სრული რეკონსტრუქცია. მთავარი ამოცანაა, რომ გაიწეროს გარდამავალი გეგმა: პირველ ეტაპზე მაქსიმალური რესურსები მიმართული იქნება რესპუბლიკური საავადმყოფოსაკენ, ერთის მხრივ, იქ აღდგეს ინფრასტრუქტურა, დაიხვეწოს და შესაბამის სტანდარტები დააკმაყოფილოს, მეორეს მხრივ, ნაწილობრივ თავის თავზე აიღოს ის დატვირთვა, რაც აქვს ონკოლოგიურ ცენტრს და ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს. შემდეგ შესაძლებელი უნდა გახდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს გარდა დანარჩენი ორი კლინიკის რეაბილიტაცია და სწორად დაგეგმარება. ინფრასტრუქტურული კუთხით ეს არის ამ პროექტის შინაარსი, თუმცა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მოდელი– არა გასხვისება მხოლოდ სახელმწიფო მართვაში, არამედ ჩვენთვის პრინციპულად ახალი მოდელი –პარტნიორობა კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის” - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ  კონფერენციაზე, სადაც კონსორციუმის ლიდერმა კომპანიამ  ალფამედიკმა   კლინიკებისა და პირველადი ჯანდაცვის სექტორის განვითარების საკუთარი კონცეფციის პრეზენტაცია წარმოადგინა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიული კომპანია ალფამედიკი თბილისში სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციაში ნახევარ მილიარდამდე ინვესტირებას გეგმავს. კერძოდ, საუბარია თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოსა და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრის) რეაბილიტაციაზე.  სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ფარგლებში მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ შეიტანა. თუმცა  სრულყოფილი და მიმზიდველი შემოტავაზება ალფამედიკის კონსორციუმმა (AlphaMedic Consortium) წარადგინა.

„ეს არის ერთ–ერთი ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც ჯანდაცვის სფეროში განხირციელებულა საქართველოში. ძალიან ვამაყობ, რომ საპარტნიორო ფონდი ამ პროგრამის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა. საპარტნიორო ფონდი მონაწილეობს იმ ორ პროგრამაში,  რომლებიც ფარმაცევტულ სფეროში მედიკამენტების გაიაფების სფეროში დაიწყო. მოსახლეობამ ალბათ უკვე შენიშნა, რომ ფასების დაწევა უკვე ჩანს. ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში მინიმუმ 50 პროცენტით გაიაფდება მედიკამენტები, ხოლო როდესაც ფარმაცევტული ქარხანა დაიწყებს მუშაობას, ფასები ალბათ განახევრდება. რაც შეეხება იმ დიდი რეფორმას, რომელიც ჰოსპიტალურ სექტორში და პირველადი ჯანდაცვის სფეროში უნდა განხორციელდეს, საწყის ეტაპზეა. ახლა მიდის სწორედ ალფამედიკთან წინადადების შესწავლა და დამუშავება. ჯერჯერობით, არ გამოგვიცხადებია ეს კომპანია გამარჯვებულად. განხილვის შემდგომ როდესაც წინადადება იქნება შესწავლილი, გადაწყვეტილებას მხოლოდ შემდეგ მივიღებთ.ალფამედიკი საკმაოდ სერიოზული კომპანიაა. ბევრ ქვეყანაში აქვს განხორციელებული ასეთი ტიპის რეფორმა და ძალიან სერიოზულად უდგებიან ისინი ამ თემას. პროექტის ღირებულება დაახლოებით ნახევარ მილიარდამდე აღწევს. მონაწილეობა იქნება როგორც ინვესტორის მხრიდან, ასევე ვალდებულება აქვს მას რომ დამატებითი ინვესტიციებიც მოიზიდოს.  საპარტნიორო ფონდი საკონტროლო პაკეტს არ იტოვებს. მხოლოდ საწყის ეტაპზე რამდენიმე წელი ვმონაწილეობთ,რომ გავაძლიეროთ ბიზნესი და მათი საწყისი კაპიტალი. რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ გამოვდივართ ამ ბიზნესიდან, ვიღებთ ჩვენს თანხას აწყობილი ბიზნესი რჩება ჩენს პარტნიორებს. PPP პროექტი საჯარო და კერძო სექტორის თანაარსებობის ერთ–ერთი საუკეთესო მაგალითია,  როგორცჰ ოსპიტალურ სექტორში, ასევე ფარმაცევტულ სფეროში. მიმაჩნია, რომ ასეთი თანამშრომლობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ყველა სფეროში უნდა იყოს წარმატებული,“ - განმარტა დავით საგანელიძემ.

კომპანია ალფამედიკის სატენდერო განვითარების მიმართულების დირექტორმა ლეო მაკკენამ განაცხადა, კომპანია 3 საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის 250 მილიონამდე ინვესტირებას გეგმავს. თუმცა მთლიანი ინვესტირება, რომელიც ჰოსპიტალური სექტორის სრულ ინფრასტრუქტურულ გარდაქმნას მოიცავს, ნახევარ მილიონამდეა.   კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, თანამშრომლობა გაწერილია 36 თვეზე. რაც შეეხება მოსალოდნელ ბენეფიტებს, ლეო მაკკენას განმარტებით, ეს არის პაციენტების გაუმჯობესებული მომსახურება და ადგილობრივების დასაქმება.

“PPP არის ურთიერთობა და თანამშრომლობა  კერძო სექტორსა და საჯარო სექტორს შორის იმ მიმართულებით, რომ შეიქმნას და განვითარდეს ინფრასტრუქტურა ჰოსპიტალებისა და საავადმყოფოების სფეროში. ინვესტიცია იქნება დაახლოებით 250 მილიონამდე. ამ პროექტის ფინანსური ორი წყარო იქნება – წილობრივი მონაწილეობა და სესხი, რომელიც, რეალურად იქნება გათვლილი PPP–ის დაფინანსებაზე. ეს სამი ჰოსპიტალი, ფაქტობრივად იქნება თავმყოფრილი ერთ ადგილას და სწორედ ამ ადგილის განვითარებას მოხმარდება აღნიშნული ინვესტიცი. რაც შეეხება პროექტის სარგებელს – ეს იქნება გაუმჯობესებული ჯანდაცვის მომსახურეობის სერვისები თბილისში. ერთ–ერთი სარგებელი იქნება ისიც, რომ ადგილობრივები იქნებიან ჩართულები სამუშაო პროცესში და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები,” - აღნიშნა ალფამედიკის სატენდერო განვითარების მიმართულების  დირექტორმა ლეო მაკკენამ.

დავით სერგეენკოს განცხადებით, ალფამედიკს უნდა დაეკმაყოფილებინა წინასაკვალიფიკაციო პირობები, რაც დააკმაყოფილეს. „მათ დღეს წარმოადგინეს  თავისი პორტფელიო, რომელიც მოიცავს რამოდენიმე ათეულ ანალოგიურ პროექტს, რომელიც განხორციელდა სხვადასხვა ქვეყნებში. ამ პროექტების საინვესტიციო ღირებულება ჯამში იყო 3 მილიონი ევრო და ეს მოიცავს ათეულობით ანალოგიურ პროექტს მსოფიოს მრავალ ქვეყანაში. თუ ჩვენი პარტნიორები დაგვარწმუნებენ, რომ მათ მიერ წარმოდგენილი გეგმა ჩვენთვის მისაღები და კარგია, პროცესი დაიწყება წელსვე, ალბათ შემოდგომაზე უკვე დაიწყება კონკრეტული სარეკოსნტრუქციო სამუშაოები, თუმცა ძირითადი აქტივობები არ შეწყდება - პაციენტების მკურნალობა და საბოლოო ჯამში, 2019 წლის დასაწყისში ჩვენ მივიღებთ უკვე განახლებულ მსოფლიო სტანდარტების ინფრასტრუქტურა ”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...