1 1 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მარნეულის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს თავს დაესხნენ

ჩამოტვირთვა

აჰმედ იმამყულიევის თქმით, ქალაქ მარნეულის საკრებულოში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ამის მიზეზი კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მხრიდან, პესნიის 50 ლარით მატებასთან დაკავშირებით დაწყებული კამპანიით უკმაყოფილება გახდა.
"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საქართველოს მასშტაბით პენსიის 50 ლარიანი მატების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დავიწყეთ. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში, ქალაქ მარნეულში და მის სოფლებში, ვაგროვებდით ხელმოწერებს, როცა ინციდენტი მოხდა. მარნეულის საკრებულოში ჩვენს საკრებულოს წევრებს თავს დაესხნენ. იყო ხმამაღალი საუბარიც. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აპროტესტებდა ჩვენი მხრიდან ხელმოწერების შეგროვებასა და მოსახლეობასთან შეხვედრას. ვინაიდან, მალევე მივხვდით, რომ ეს დაგეგმილი პროვოკაცია იყო, ჩვენ სხდომა დავტოვეთ, თუმცა მათ დეპუტატებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავი უწყებები საქმის კურსში არიან".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები