0 7 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სუს-ის მიერ დაკავებული ლაშა გობაძე, გავრცელებული ვიდეომუქარის ერთ-ერთი ავტორის ნათესავია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი, ლაშა გობაძე ამავე ტერორისტული ორგანიზაციის სახელით გავრცელებული ვიდეომუქარის ავტორის, ხვიჩა გობაძის დეიდაშვილია. 

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი აჭარიდან იუწყება, ორივე მათგანი ბათუმში ცხოვრობდა. ისინი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარიდან არიან. 
ლაშა გობაძის თანასოფლელმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ სოფელში მცხოვრებლებისთვის ისინი ცნობილი იყვნენ, როგორ რადიკალური ისლამის მიმდევრები. 

"პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში ვხედავდი მათ, განსხვავებულად ლოცულობდნენ და ყველას ყურადღებას ამით იქცევდნენ. გრძელ წვერს ატარებდნენ. ჩვენს სოფელში ასეთი ხალხი კიდევ ცხოვრობს, მაგრამ ადგილობრივებს არც არაფერს უშავებენ და არც ემუქრებიან. ეს ბიჭებიც ძალიან მშვიდები და გაწონასწორებულები იყვნენ", - აცხადებს სოფელ დიდაჭარაში მცხოვრები. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული კიდევ ერთი პირის, მირიან ბერიძის ბიძა, თამაზ ბერიძე კი "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მისი დისშვილი სამი დღის წინ, გურიის სოფელ ნასაკირალში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით სუს-ში დღეს სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. 

interpressnews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...