0 5 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი თბილისშია

საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი საქმიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია. ფრანგი დიპლომატი ქვეყნის ოფიციალურ პირებთან  შეხვედრებს „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის სტატუსით  გამართავს. კუშნერის ვიზიტის  ძირითად მიზანს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და განხორციელებული წარმატებული პროექტების გაცნობა და შეფასება წარმოადგენს.

ბერნარდ კუშნერს აეროპორტში ჯანდაცვის მინსიტრი დავით სერგეენკო და „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტი ჟან-ელი მალკინი დახვდნენ.

ბერნარ კუშნერმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტშივე საქართველოში ვიზიტის მიზნებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა: "გარკვეული დრო გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ვიმყოფებოდი და  მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი. არა მხოლოდ მოგონებების თვალსაზრსით, არამედ იმიტომ, რომ ვარ და ვმუშაობ თქვენთან ერთად. ვარ "გლობალური ალიანსის“ თავმჯდომარე. ეს საკონსულტაციო ჯგუფი,  რომელიც მუშაობს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებზე. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის სურვილი იყო ჩამოვსულიყავი და დავხმარებოდი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმების განხორციელებაში. რა თქმა უნდა, დეტალებზე არ ვისაუბრებ. ჩვენ გვაქვს სამუშაო შეხვედრა მინისტრთან ვიზიტი ფაგლებში. თქვენს ქვეყანას სჭირდება აღნიშნული რეფორმა.  დღეს მნიშვნევლოანი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, მისი გაუმჯობესების ერთ-ერთი წინაპირობა, სწორედ  გამართული  ჯანდაცვის სისტემაა. ის იცვლება თითქმის, ყოველდღიურად და ყოველწლიურად. თქვენი ქვეყანა ამ ეტაპზე  ამ ცვლილების შუა გზაზეა. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ დაგეხმაროთ და გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება, მოგაწოდოთ იდეები იმის შესახებ, თუ როგორ შევცვალეთ  ჩვენი ჯანდაცვის სისტემა საფრანგეთში. მზად ვარ  ვიმუშაო ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებზე მინისტრთან ერთად.“

საქართველოს ჯანდაცვის მინსიტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ ბერნარ კუშნერს  ძალიან დიდი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე, კერძოდ, ფრანგი დიპლომატი 2008 წელს რუსეთ - საქართველოს ომის ყველაზე კრიტიკულ დღეებში სტუმრობდა და ქვეყანას მშვიდობა მოუტანა. გარდა ამისა, ბერნარ კუშნერის ჯანდაცვის რეფორმებში ჩართულობა უზრუნველყოფს მსოფლიო გამოცდილებაზე წვდომასა და საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას. ბატონი კუშნერი განათლებით ექიმია და განხორციელებული აქვს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებიც ახლაც მიმდინარეობს და წარმატებულია. ჩვენ ახლა უკვე გვაქვს შესაძლებლობა, რომ ბატონ კუშნერს ახლა უკვე სხვა ამპლუაში ვეთანამშრომლოთ დ ადაგვეხმაროს რეფორმების განხორციელებაში. ის დაინიშნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფისგლობალური ალიანსისსამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. კუშნერი იქნება ჩვენი კონსულტანტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის და, ზოგადად, ჯანდაცვის რეფორმის საკითხებში. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი იქნება საფუძველი კიდევ ერთი ნაბიჯისა ახალი სტრატეგიული დაგეგმარებისთვის ქართულ ჯანდაცვის სისტემაში. ეს არის დასაწყისი იმ ახალი თანამშრომლობისა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული იქნება. „გლობალური ალიანსთან““ თანამშრომლობა  აპრილში დაიწყო.  ამ ხნის განმავლობაში ნათლად დაგანახეთ, რომ  ეს თანამშრომლობა შედგა“.

3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში ფრანგი ექიმი და პოლიტიკოსი მთავრობის წევრებს, სამედიცინო საზოგადოებასა და სტუდენტებს შეხვდება. 21 ნოემბერს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია:  ჯანდაცვის გამოწვევები 21-საუკენეში - საქართველო და მსოფლიო, რომელზეც მომხსენებელი საპატიო სტუმარი ბერნარ კუშნერი იქნება.  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გლობალური ალიანსის ერთობლივ კონფერენციაზე განხილული იქნება ჯანდაცვის სფეროს ძირითადი მიმართულებები:

საქართველოში ვიზიტს ბერნარ კუშნერი  მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას შეაჯამებს. ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ ფრანგ პოლიტიკოსს მათთვის საინტერესო თემაზე დაუსვან კითხვები.

ბერნარ კუშნერი საქართველოს 2008 წელს რუსეთ საქართველოს ომის ყველაზე კრიტიკულ დღეებში სტუმრობდა და სარკოზისთან ერთად საქართველოს მშვიდობა მოუტანა. ამჯერად, მისი სტატუსი განსხვავებულია. იგი ახლახანს დაინიშნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფგლობალური ალიანსისსამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედკუშნერის ვიზიტის  ძირითად მიზანს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და განხორციელებული წარმატებული პროექტების გაცნობა და შეფასება წარმოადგენს.

პოპულარული ფრანგი პოლიტიკოსი, დიპლომატი და ექიმიბერნარ კუშნერი დაიბადა 1939 წლის 1 ნოემბერს, ქალაქ ავინიონშიიგი სამჯერ 1992-1993,1997-1999, 2001-2002 წლებში იყო საფრანგეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, ხოლო 2007-2010 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრიიგი იყო 1971 წელს, პარიზში ერთ ერთი დამფუძნებელი   ორგანიზაციისა  „ექიმები საზღვრებს გარეშე“(Médecins sans frontières), რომელმაც  მსოფლიოში შეიარაღებული კონფლიქტებითა და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებულთა სამედიცინო დახმარებისათვის უდიდესი  სამუშაო გასწია. აღნიშნულის გამო, ორგანიზაციას 1999 წელს გადაეცა ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცების დარგში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...