1 5 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი თვითმკვლელობის ან შემთხვევითობის ვერსიას გამორიცხავს

ჩამოტვირთვა

რა გახდა ჯარისკაცის დაღუპვის მიზეზი მეხუთე ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე - ოჯახი თვითმკვლელობას ან შემთხვევითობას გამორიცხავს. 

ახლობლები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია წინასწარი ვერსია, რომელიც პირად საუბრებში ოფიციალური წყაროებიდან მიიღეს. 

გამოძიება დაწყებულია. თავდაცვის სამინისტრო ვერსიებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს. 

33 წლის რიგითი, თამაზ თამარაშვილი ამავე ბაზის ტერიტორიაზე გარდაცვლილი ერთი დღის წინ იპოვეს. მისი ცხედარი უკვე გადასვენებულია სახლში. 

თავდაცვის სამინისტრომ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯარისკაცის გარდაცვალების საქმეს სამხედრო პოლიცია სწავლობს, გამოძიების შედეგები კი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები