1 4 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

14-19 აგვისტოს ბათუმში „ბლიკ 2015“-ის ფარგლებში სვენ მარქუარდის ფოტოგამოფენა გაიმართება

14 აგვისტოს, 20:00 საათზე ბათუმში, არტ-გალერეაშუშის სახლში“  სიტი საუნდის პროექტის  „ბლიკ 2015“-ის ფარგლებში ცნობილი გერმანელი ფოტოხელოვანის, სვენ მარქუარდის, ფოტოგამოფენა “FOTOGRAFIEN” გაიხსნება. გამოფენაზე ფოტოგრაფის მნიშვნელოვანი ნამუშვერები იქნება წარმოდგენილი. ზღვისპირა ქალაქის მაცხოვრებლებსა და დამსვენებლებს  გამოფენაზე სტუმრობა ბლიკ ფესტის ფარგლებში 19 აგვისტომდე შეეძლებათ. გამოფენას თავად სვენ მარქუარდიც დაესწრება.

ცნობილია, რომ სვენ მარქუარდი თავად კლუბური სცენის ლეგენდაა და მისი შემოქმედება ტექნო-კულტურის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ფოტოგამოფენა “FOTOGRAFIEN“ ელექტრონული მუსიკის დღეების პერიოდში გაიმართება, რაც მის ხელოვნებას ორგანულად მიესადაგება.

სვენ მარქუარდი დაიბადა 1962 წელს. მან ფოტოგრაფიის კარიერა ადრეულ ოთხმოციან წლებში, აღმოსავლეთ ბერლინში დაიწყო. Deutsche Film-Aktiengesellschaft-ში (DEFA) კამერის ასისტენტობის და ფოტოგრაფიის შესწავლის შემდეგ, მარქუარდის პირველი პუბლიკაციები Der Sonntag-სა და Das Magazin-ში გამოჩნდა. 1985-1986 წლებში, სვენ მარქუარდი რუდოლფ შეფერის ასისტენტად მუშაობდა, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიის ფოტოგრაფების წრეში გამოჩენილი ფიგურა იყო.

მოგვიანებით მან მუშაობა მოდის  ჟურნალ Sibylle-ში დაიწყო, პარალელურად იგი დაკავებული იყო მოდის სპექტაკლის “Allerleirauh-ს“ (1987–1989) მონაწილეების ფოტოსესიით და შავ-თეთრ ფერებში აღბეჭდავდა აღმოსავლეთ ბერლინის პრენცლაუერ ბერგის რაიონს.

 

ბერლინის კედლის ნგრევის შემდგომ ის გაერთიანებულ ბერლინში მზარდი ქლაბინგის ტრენდს აყვა და შთაბეჭდილებები გამოფენებში წარადგინა, რომელთა შორის იყო „დადგმული ფოტოგრაფია“ Levi’s-ისთვის ბერლინის მოდის კვირეული  და სხვადასხვა ფოტოსესიები “Qvest” ან “Front” ჟურნალების პუბლიკაციებისთვის.

2007 წლიდან სვენ მარქუარდტმა დიდი წვლილი შეიტანა Berghain OstGut Ton-ის მუსიკალურ ლეიბლში. მან უამრავ ფოტოგამფოენებში მიიღო მონაწილეობა.

სოლო გამოფენები:

•           2007 – „13 მთვარე“, ბერლინი, გერმანია

•           2006-2008 – „არქანგელოზი“, ბერლინი, გერმანია

•           2011 – „პორტრეტები“, ჰალი, გერმანია

•           2012 – „მომავლის წარსული“, ამსტერდამი, ჰოლანდია

•           2013 – „ფოტოგრაფიები“, თელ ავივი, ისრაელი

•           2014 – „სვენ მარქუარდტი“, ლიონი, საფრანგეთი

•           2015 – „“მარქუარდტი“, პოტსდამი გერმანია

 

ჯგუფური გამოფენები:

•           2008 - მერი კარნოვსკის გალერეა, ბერლინი, გერმანია

•           2011- ნეონშოკოლადის გალერეა, ბერლინი, გერმანია

•           2012 - მიულენჰაუფტის მუზეუმი, ბერლინი, გერმანია

•           2012 - პალაცო სალუცო პესანა, ტურინი, იტალია

•           2015 - ვირონ ე ვერტი, მილანი, იტალია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...