1 9 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯიფონის ფესტივალის ქართველი მონაწილეები იტალიაში მსოფლიო ვარსკვლავებს შეხვდნენ

წელს იტალიის პატარა ქალაქ ჯიფონიში უკვე 45-ედ გაიმართა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბავშვო ფესტივალი, რომელზეც 10 ქართველი ბავშვი გაემგზავრა. ქართველი მონაწილეები, ისევე როგორც დანარჩენი 54 ქვეყნის წარმომადგენლები, ფესტივალზე ჟიურის წევრების რანგში იმყოფებოდნენ. ჯიფონიში ქართული დელეგაციის პატივსაცემად მოეწყო ქართული საღამო და ნაჩვენები იქნა ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები. მსოფლიო ვარსკვლავებთან აუდიენციისთვის ფესტივალის 3500 მონაწილედან რამდენიმე ბავშვი შეარჩიეს, რომელთა შორისაც საქართველოს 5 წარმომადგენელი მოხვდა. დავით ლოლიშვილი შეხვდა Mark Ruffalo-ს , ანი მაჩაიძე - Martin Freeman-ს, თიკა ტაბიძე - Orlando Bloom-ს, ელენე ნაირაშვილი  და მარიამ ცაგურიშვილი კი Tom Felton-ს და სერიალ „Glee”-ს ვარსკვლავ Darren Criss-ს. მალევე ქართულ დელეგაციას ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძეც შეუერთდა, რომელიც მისივე იდეით შექმნილი ახალი საბავშვო პლატფორმის, Giffoni Yourth პრეზენტაციას დაესწრო.

აღსანიშნავია ის, რომ წელს საქართველომ მოიპოვა ფესტივალის თბილისში ჩატარების უფლება. 16-19 ოქტომბერს ჩვენი ქვეყანა 7 ქვეყნის 500 ბავშვს უმასპინძლებს, ჟიურის წევრთა რეგისტრაცია კი უკვე დაიწყო. მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვს ყველა ახალგაზრდას (13-დან 18 წლამდე) ვისაც აინტერესებს კინოხელოვნება და ფლობს ინგლისურს ენას საბაზისო დონეზე. რეგისტრაციის გავლა 15 სექტემბრამდეა შესაძლებელი ეროვნული კინოცენტრის ვებ გვერდზე (www.gnfc.ge). 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...