0 8 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დეველოპერულმა კომპანიამ„m2უძრავი ქონება“ახალი პროექტი წარადგინა და მომხმარებელს შეთავაზა ახალი საკრედიტო პროდუქტი ბინის შესაძენად, 1 წლამდე საშეღავათო პერიოდით

თბილისი,28 ივლისი, 2015–დეველოპერულმა კომპანიამ „m2უძრავი ქონება“, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი „m2იპოდრომთან 2“-ი წარადგინა და წინასწარი გაყიდვების დაწყების შესახებ განაცხადა. ახალი ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი „m2იპოდრომთან2“ საბურთალოზე, კარტოზიას ქუჩაზე 10 ნომერში აშენდება, ყველასთვის ცნობილი და წარმატებული საცხოვრებელი კომპლექსის „m2 იპოდრომთან“ გვერდით. ახალი საცხოვრებელი კომპლექსი 14,079 კვ.მ-ზე გაშენდება და სრულად გარემონტებულ 819 ბინას მოიცავს, . გასაყიდი ბინების ფართობი 36 კვ.მ-დან 170 კვ.მ-მდე მერყეობს, შესაბამისად, სასურველი ბინის შერჩევას ნებისმიერი გემოვნებისა დასაჭიროების მქონე ადამიანი შეძლებს.

ბინების მოსაპირკეთებლად გამოყენებული იქნება ცნობილი ევროპული ბრენდების მიერ წარმოებული სარემონტო მასალები და სადარბაზოები აღჭურვილი იქნება თანამედროვე მაღალი ხარისხის ლიფტებით. კომპლექსში გათვალისწინებულია 3-დონიანი ავტოსადგომი, გათვლილი ყველა ბინისთვის. „m2 იპოდრომთან 2“-ის ტერიტორიაზე განთავსდება თანამედროვე დიზაინის 2-სართულიანი საბავშვობაღი, რომელიც ორივესაცხოვრებელი კომპლექსის ბინადარ პატარებს მოემსახურება. კომპლექსის ეზოში განთავსებული იქნება რამდენიმე სარეკრეაციო და დასასვენებელი ზონა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, გათვლილი როგორც აქტიური, ასევე მშვიდი დასვენებისათვის. კომპლექსის ტერიტორიაზე იქნება კომერციული სივრცეც, სადაც გაიხსნება მომავალი მაცხოვრებლებისთვის საჭირო სავაჭრო და მომსახურების ობიექტები.

აღსანიშნავია, ბინების ფასი. მაგალითად, 2-საძინებლიანი ბინის შეძენა დასრულებული რემონტით, ჩაშენებული სამზარეულოს ავეჯითა და ტექნიკით 39,996 აშშ დოლარიდან არის შესაძლებელი. კომპლექსში „m2 იპოდრომთან 2“- ბინის შეძენის მსურველებს, შესაძლებლობა აქვთ წინასწარ დაჯავშნონ მათთვის სასურველი ბინა განსაკუთრებით დაბალ ფასად, მხოლოდ სექტემბრის ბოლომდე, სანამ გაყიდვები ოფიციალურად დაიწყება. ბინების დაჯავშნის პროცესი დაწყებულია.

აღსანიშნავია, რომ დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ განსაკუთრებულ საკრედიტო პროდუქტს სთავაზობს  4 მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენის მსურველებს: m2 ნუცუბიძეზე, m2 ყაზბეგზე, m2 თამარაშვილზე, ოპტიმა ისანი. შეთავაზება გულისხმობს საშეღავათო პერიოდს 1 წლამდე. ხსენებული შეთავაზება განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება მათთვის, ვისაც სურს ბინის შეძენა, მაგრამ თავს იკავებ და იპოთეკური სესხის აღებისგან, რადგან: იხდიდა ბინის ქირას, ან სურს არსებული ბინის გაყიდვა, ან ვერ აგროვებს პირველად შენატანს, ან არ ყოფნის უზრუნველყოფა, ან უბრალოდ სურს შეიძინოს ახალი ბინა და გააქირაოს იგი. იპოთეკური სესხით შეძენილი ბინის საფასურის გადახდა, შესაძლებელია ბინის ჩაბარების შემდეგ. ასეთი ინოვაციური დაკრედიტების პირობის შეთავაზებით კომპანია ცდილობს მოსახლეობისათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ახალაშენებული ბინის შეძენა.

  -ის შესახებ:

დეველოპერული კომპანიის m² მისიაა, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის შექმნას უკეთესი ხარისხის, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი პირობები. m² საქართველოში ამკვიდრებს ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების სტანდარტს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის მას. m² ეძებს ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.m2.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...