1 8 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

4 ივლისს, 16 საათზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი( NCDC)

(მის: მ.ასათიანი ქ.#9) უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას- „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში: სამომავლო განვითარების გზები“. კონფერენცია იმართება საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალ ალიანსის“ (GAHSC) საქართველოს მთავრობასთან ჯანდაცვის სისტემის სრულყოფის მიმართულებით  6 აპრილს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში.

2015 წლის 21აპრილს ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead-ის ხელშეწყობით საქართველომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამის პირველი ფაზა მოიცავს იმ 5000 პაციენტის მკურნალობას, რომელთა ღვიძლის მდგომარეობაც კრიტიკულია. 5000 პაციენტიდან 1000 უკვე ჩართულია და ეს ის პაციენტებია, რომელთა ღვიძლის მდგომარეობა არის ძალინ მძიმე და სასიცოცხლოდ საშიში. გარდა ამისა, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა და მუშაობა დაავადების ელიმინაციის გრძელვადიან პროგრამაზე. ამასთან, ელიმინაციის პროგრამის ჩარჩოში  დაწყებულიC ჰეპატიტის რეალური მკურალობის პროცესი,  არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი ამ დაავადების პროფილაქტიკის მიმართულებით.

იმუნოდეფიციტის და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის გაეროს პროგრამამ(UNAIDS) 2013 წელს დაუკვეთა კვლევა, რომლის მიზანიცაა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 5 ქვეყანაშიმონაცემთა შეგროვება ნემსებისა და შპრიცების პროგრამებისა და ოპიოიდებით ჩანაცვლების თერაპიის ხარჯთეფექტურობისა და ეკონომიკურიგათვლების კუთხით. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება კვლევის მიგნებები და ელიმინაციის სხვადასხვა სტრატეგია რიგი ევროპული ქვეყნების ,მათ შორის, საქართველოს მაგალითზე.

კონფერენციას გახსნის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ დოქტორი ჟან-ელი მალკინი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალ ალიანსის“(GAHSC) პრეზიდენტი, NCDC ის დირექტორი,დოქტორი ამირან გამყრელიძე და აშშ–ს დაავედებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის(CDC) საქართველოში წარმომადგენლობის დირექტორი, დოქტორი ჯულიეტ მორგანი.

კონფერენციის ფორმატი ითვალისწინებს „ალიანსის“ მოწვეული ექსპერტების,პროფესორებისსტანისლავ პოლისა დაიაზდან იაზდანპანას პრეზენტაციების წარმოდგენას თემებზე: „C ჰეპატიტის აღმოფხვრისაკენ -სტრატეგიების ოპტიმიზაცია“ და „ აივ-ის და C ჰეპატიტის ეპიდემიებზე ინტეგრირებული ინტერვენციების ხარჯთეფექტურობის კვლევა: საქართველოს მაგალითი“.

კონფერენციაზე მოხსენებების გარშემო  დისკუსია გაიმართება  სამინისტროს და NCDC-ის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ფაზის სამკურნალო ცენტრების, შპრიცებისა და ჩანაცვლების პროგრამების პროვაიდერების, პაციენტთა ჯგუფებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

ინფორმაცია მომხსენებლების შესახებ

პროფესორი იაზდან იაზდანპანა M.D, Ph.D

BichatClaude-Bernard ჰოსპიტალის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, პარიზის სამედიცინო სკოლის ინფექციურ დაავადებათა პროფესორი, ინფექციურ დაავადებებში ხარჯთეფექტურობის გადაწყვეტილებების ანალიზის ATIP-AvenirInserm ჯგუფის უფროსი, პარიზის სამედიცინო სკოლა.

პროფესორი სტანისლას პოლ MD, PhD

პარიზის უნივერსიტეტის (ParisDescartes) ჰეპატოლოგიისა და გასტროენტეროლოგიის პროფესორი, პარიზის კოშენის ჰოსპიტალის ღვიძლის, სამედიცინო და ქირურგიული განყოფილებების გამგე, Cჰეპატიტის ვირუსის ინფექციის იმუნური პათოლოგიის შემსწავლელი Inserm UMS 20-ის თანათავმჯდომარე, ტრანსლაციური კვლევების ცენტრის თავმჯდომარე პასტერის ინსტიტუტში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...