0 8 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Tale Of Us იბიცას და ბარსელონას შემდეგ ანაკლიაში დაუკრავს

         დიჯეური დუეტი ბერლინიდან, განსხვავებული საუნდით და არაჩვეულებრივი გამოსვლებით დიდი აუდიტორიის წინაშე 2011 წლიდან არის ცნობილი, მანამდეც სხვა დიჯეებთან რამდენჯერმე საინტერესოდ ითანამშრომლეს და შექმნეს რემიქსები, რომლებიც ჩარტებში მოწინავე პოზიციებს იკავებდა. მუსიკის შექმნა ერთად დაიწყეს, მას შემდეგ, რაც მილანში გაიცნეს ერთმანეთი. მათი მიქსი სიახლეა ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის, რადგან დუეტს ძალიან უყვარს ექსპერიმენტები: პოპის, როკის და სხვა მიმართულებების ერთმანეთში არევა და შემდეგ იმის ყურება, მორიგი გამოსვლისას როგორ დადებითად იღებს მაყურებელი მათ კომპოზიციებს.

            Tale Of Us ანაკლიაში GEM fest-ის მიწვევით ჩამოდის. ანაკლიამდე ისინი მსოფლიოს სხვადასვა ქალაქის სცენებზე გამოდიან, მათ შორის, იბიცასა და ბარსელონაშიც.  ვისაც ჯერ კიდევ არაფერი სმენია მასშტაბური მუსიკალური ღონისძიების შესახებ, გეტყვით, რომ 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით GEM fest ანაკლიაში იმართება. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და იქ ჩასულებს არაერთი სიურპრიზი ელოდებათ. მათ შორის, მუსიკალური კუთხითაც, ვინაიდან ლაინ-აფი ძალიან სწრაფად მომზადდა, მაგრამ ორგანიზატორებმა მსოფლიო დონის დიჯეების დათანხმება შეძლეს. ფესტივალის მუსიკალური ნაწილის 80% ელექტრონულ მუსიკას დაეთმობა, თუმცა სხვა ჟანრიც იქნება წარმოდგენილი. მაყურებელს ექნება საშუალება, ნინო ქათამაძის, ‘ლაუდსპიკერსის’ და სხვა ქართველი ბენდების კონცერტებს დაესწროს.

            როგორც ფესტივალის დამფუძნებელი, გიორგი სიგუა აღნიშნავს, ‘თავიდან არავის სჯეროდა, რომ ასეთი მონაწილეების დათანხმებას შევძლებდით. ახლა, როცა საერთაშორისო საიტებზე მიმდინარეობს ამ ყველაფერის განხილვა, რა მოხდება ანაკლიაში, ძალიან უკვირთ’. GEM fest-ის ლაინ-აფი მართლაც ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება. ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ ანაკლიაში, ზღვის სანაპიროზე გარემოც შესანიშნავი იქნება.

             

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...