1 4 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დამოკიდებულება არ უდრის დანაშაულს!- საქართველოში ახალი ეროვნული კამპანია დაიწყო

26 ივნისს, 17 საათზე,  "ევროპის სახლში" არასამთავრობო ორგანიზაცია "ტოლერანტობის სამყარომ" გამართა ნარკოდამოკიდებულთა ადვოკატირების კამპანიის პრეზენტაცია "დამოკიდებულება არ უდრის დანაშაულს!".

კამპანია ხორციელდება  ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანზიაცია AIDS Foundation East West (AFEW-Ukraine)-ის მხარდაჭერით, საერთაშორისო პროექტის "Bridging the Gaps: Health and rights for key populations"  ფარგლებში,  და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან "თანადგომასთან" და "ბემონთან" თანამშრომლობით.

პრეზენტაციაზე ორგანიზატორებმა გააცნეს შეკრებილ საზოგადოებას კამპანიის  სამოქმედო გეგმა და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები.  მათი თქმით, იმისდა მიუხედავად, რომ ნარკოდამოკიდებულების პრობლემა აღწევს საზოგადოების ლამის ყველა სფეროში, საზოგადოებაში მაინც არსებობს გამჯდარი სტერეოტიპები ნარკოდამოკიდებულებთან მიმართებაში და ისინი განურჩევლად აღიქმებიან კრიმინალებად. ამის მიზეზად ორგანიზატორებს სწორედ პრობლემის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ესახებათ.  შესაბამისად, კამპანიის პირველად მიზნად ისინი სწორედ ამ ვაკუუმის ამოვსებასა და სადისკუსიო სივრცის შექმნას ისახავენ.  მათივე აზრით, პრობლემის განხილვაში, საზოგადოების რიგით წევრებთან ერთად,  აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართულნი დარგის ექსპერტები, მედია და გადაწყვეტილების მიმღები პირები. სწორედ ეს დაეხმარება საზოგადოებას, გაიაზროს პრობლემა და შექმნის შესაბამის საზოგადოებრივ დაკვეთას, რათა ადამიანები არ ისჯებოდნენ საკუთარი დამოკიდებულების გამო.

ორგანიზატორები  დიდ მადლობას უხდიან სტუმრებს იმის გამო, რომ თითოეულმა გაიაზრა საკუთარი წილი პასუხისმგებლობა და მართალია კამპანიის ფარგლებში იქნება უამრავი კამათი და მსჯელობა, თუმცა ერთი რამ მათთვის იმთავითვე ცხადია: "დამოკიდებულება არ უდრის დანაშულს!" 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...