1 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა ახლა უკვე სოფლიდან გაუსვლელად „ლიბერთი ბანკის“ მობილურ ფილიალებში არის შესაძლებელი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ ქალაქ გორში ახალ საპილოტე პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც 207სოფლის მოსახლეობა „ლიბერთი ექსპრესის“ მობილური ფილიალებიდან საბანკო მომსახურებასთან ერთად სახელმწიფო სერვისების მიღებასაც შეძლებს. გორის ცენტრიდან „ლიბერთი ბანკის“ პირველი ავტომობილების გასვლას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი,  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი შიო ხეცურიანი, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორს იმ შესაძლებლობისათვის, რომ ძირითად სახელმწიფო სერვისებს საქართველოს პატარა სოფლების მოსახლეობაც კი თავისავე საცხოვრებელ ადგილზე მიიღებს. აქამდე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალები ფუნქციონირებდნენ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში,  დღეიდან კი  სახელმწიფო სერვისების მიღება პატარა სოფლებშიმცხოვრებთათვის „ლიბერთი ბანკის“ ავტომობილებში იქნება შესაძლებელი. თეა წულუკიანის განცხადებით, ეს თანამშრომლობა კერძო ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია.

 

პროექტი „ლიბერთი ბანკთან“ პარტნიორობით მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანი სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. წლის ბოლომდე მსგავსი მომსახურება 1 000-ზე მეტი სოფლის მოსახლეობისთვის გახდება ხელმისაწვდომი.   

 

„ლიბერთი ბანკის“ „ლიბერთი ექსპრესის“ მობილური ფილიალები სახელმწიფო სერვისებით მოემსახურებიან ისეთ სოფლებს, სადაც არ არის წარმოდგენილი საზოგადოებრივი ცენტრები. შესაბამისად, სოფლის მოსახლეობას აღარ მოუწევს შორ მანძილზე გადაადგილება სახელმწიფო სერვისების მისაღებად. „ლიბერთი ექსპრესის“ მობილურ ფილიალებში მომხმარებელს შეუძლია, მიიღოს როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ისე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივისა და შპს „მექანიზატორის“ მომსახურება: პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღება, მიწის რეგისტრაცია, უძრავი ქონების გადაფორმება, საკუთრებასთან დაკავშირებით განაცხადის მიღება, სულადობის ცნობა, საკადასტრო გეგმის მომსახურება, საარქივო მომსახურება და სხვ.

 

საქართველოს მასშტაბით „ლიბერთი ექსპრესის“ 113 მობილური ფილიალი ყოველთვიურად 1 000-ზე მეტ სოფელში 155 000-ზე მეტ მომხმარებელს სთავაზობს სერვისს. „ლიბერთი ექსპრესის“ მობილურ სერვისცენტრში მომხმარებელს შეუძლია, მიიღოს სხვადასხვა სახის საბანკო მომსახურება: პენსიისა და სოციალური დახმარების აღება, ფულადი გზავნილის მიღება ან გაგზავნა, ანგარიშის გახსნა, სესხის აღება, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა და სხვ. 

 

როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანმა აღნიშნა, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მუდმივად ზრუნავს სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს სახელმწიფო სერვისების გამოყენება დამატებითი დაბრკოლებების გარეშე. მოხარული ვართ, რომ დღეიდან შიდა ქართლის 207 სოფლის მოსახლეობა სოფელშივე შეძლებს სახელმწიფო მომსახურებების მიღებას“. 

 

„ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება შევთავაზოთ. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად განვახორციელოთ ეს მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის შედეგადაც მომხმარებელი სახელმწიფო სერვისებს ჩვენი არხების მეშვეობით მიღებს“, − განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...