0 8 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

2015 წლის ივნისის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

მთელი ივნისის განმავლობაში ვერძები ცვლილებებისთვის მზადებაში იქნებიან და ეს ცვლილებებიც აუცილებლად მოხდება, თუმცა უფრო გვიან, ვიდრე ვარაუდობდით. თვის პირველი ნახევარი თქვენი ცხოვრება მერკურის ნიშნის ქვეშ მოექცევა, რაც ნიშნავს, რომ დროის მეტ ნაწილს სხვადასხვა ქაღალდებსა და დოკუმენტებს დაუთმობთ. შეიქმნება პარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისა და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. გინდათ, რომ ყველა საქმე ელვისებურად მოგვარდეს, მაგრამ ყველაფერს უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე გათვლილი გაქვთ ხოლმე. 2015 წლის ივნისის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი ვერძებისთვის უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტი იქნება. თვის პირველ ნახევარში უპასუხო კითხვების სიმრავლე შეგაწუხებთ, მეორე ნახევარი კი გაცილებით წარმატებული და დინამიური გამოდგება. ყველა პრობლემას სწრაფად მოაგვარებთ და ვერც სასურველის მოპოვებაში შეგიშლით რაიმე ხელს. სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მცხოვრებ პარტნიორებთან ურთიერთობა ძალიან კარგად მიდის, ბიზნესის მართვის შესახებ თქვენი შეხედულებები სრულ ჰარმონიაშია. თუ ივნისში ვერძებმა საზღვარგარეთ მოგზაურობა ან თუნდაც მივლინება დაგეგმეს, უნდა იცოდნენ, რომ ყველაფერი ძალიან წარმატებულად ჩაივლის. ფინანსური ჰოროსკოპი სტაბილურობით ხასიათდება. დიდი მიღწევები ფულად სფეროში ვერძს არ ელის, თუმცა არც რაიმე ზარალი ან სერიოზული ხარჯები ექნება.

ივნისის თვეში ვერძის რომანტიკული ცხოვრება ჰარმონიითა და სტაბილურობით გამოირჩევა. შეყვარებულები და მეუღლეები შეიძლება მოგზაურობაში წავიდნენ, რომელიც უფრო თვის მიწურულს არის მოსალოდნელი. ივნისის პირველი ნახევარი კი ამ ღონისძიებისთვის მზადებაში დაიხარჯება. ვერძები მოგზაურობისას ძველ მეგობრებს შეიძლება შეხვდნენ, ხოლო ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ივნისში აქვთ შანსი გზაში გაიცნონ ადამიანი, რომელთან წამოწყებული მცირე რომანიც სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზრდება. ივნისის პირველ ნახევარში ვერძს ნათესავებთან უმნიშვნელო უთანხმოება ექნება და არ ღირს ამ მცირედ გაუგებრობას ბევრი დრო და ნერვები შესწიროთ. სიტუაცია თვის შუისკენ გამოსწორდება. ვერძის პირადი ცხოვრება ივნისში სრულიად მშვიდი და ჰარმონიულია და მისთვის სიამოვნების მეტი არაფერი მოაქვს. ამ თვის ჯანმრთელობის ჰოროსკოპიც ოპტიმისტურია. ივნისში ვერძები თავს შესანიშნავად გრძნობენ და ვერც ერთი დაავადება მათ სათოფეზე ვერ გაეკარება.

კურო

ივნისის თვის ჰოროსკოპი კუროებს ყოველგვარი წვრილმანისა თუ დეტალისთვის მეტი ყურადღების მიქცევას ურჩევს. სწორედ ამ პირობის დაცვის შემთხვევაში ჩაივლის ივნისი ნაყოფიერად და წარმატებით. ამ თვეში ბიზნესმენ კუროებს მაინცდამაინც დიდი გარღვევები და პროგრესი არ ელით. ეცადეთ ნელა და თანმიმდევრულად იმოქმედოთ, მიზნისკენ პატარა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით იაროთ. გახსოვდეთ, რომ ივნისში უამრავი რუტინული სამუშაოს შესრულება მოგიწევთ და ამაზეა დამოკიდებული ბევრი რამ, კერძოდ, თქვენი პროექტების ფინანსური ნაწილი. 16 ივნისის ახალმთვარეობის შემდეგ საქმეებს გარკვეული ნათელი მოეფინება და საბოლოოდ, ყველა ჩანაფიქრის რეალიზებასაც შეძლებთ. ამ თვეში უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა მოგიხდებათ. ასევე გელით მივლინებები სხვა ქალაქებსა თუ ქვეყნებში. დაქირავებულ კუროებს შემოსავლების გაზრდის შანსი ეძლევათ – ხელმძღვანელობა მათ გულმოდგინებას დააფასებს და ანაზღაურებას მოუმატებს. თხოვნაც ნუ მოგერიდებათ –   ამ პერიოდში თქვენდამი ძალიან პოზიტიურად არიან განწყობილნი, თანაც თქვენი შრომის ნაყოფი სახეზეა. გარდა ამისა, სასურველია მეგობრების, კოლეგებისა და პარტნიორების ნაწილთან, რომლებთანაც ფინანსური დავა ან საერთო საქმე გაქვთ, ურთიერთობას ნათელი მოჰფინოთ. შეიძლება ისინი არც ისე პატიოსნად იქცევიან, ვიდრე ვარაუდობდით. ივნისის დიდი ნაწილი კუროებს ყურადღება ფინანსური საკითხებისადმი ექნებათ მიპყრობილი. თვის მეორე ნახევარში მათ რამდენიმე მსხვილი თანხის მიღება ელით. მოგება ექნებათ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებიდანაც. ამ თვეში მემკვიდრეობაც კი შეიძლება მიიღოთ.

კუროს პირადი ცხოვრება ივნისში სტაბილური იქნება. ნათესავები და ახლობლები მზად არიან სიტყვასთან ერთად, საქმითაც გვერდში დაგიდგნენ. თქვენს პირად, ოჯახურ ცხოვრებაში სიტუაცია სერიოზულ შტრიხებს შეიძენს. მთავარი მოვლენები შეიძლება ეხებოდეს სახლის კეთილმოწყობას ან საცხოვრებელი ადგილის, სულაც ქალაქის ან ქვეყნის გამოცვლას. ამ ნიშნის წარმომადგენლები გლობალური ცვლილებებისთვის უნდა მოემზადონ. ივნისში მთელი ოჯახი გაერთიანდება და ძალისხმევას ერთი მიზნისკენ მიმართავს, შესაბამისად, გადაბარგებაც სწრაფად და უმტკივნეულოდ ჩაივლის. რთული სათქმელია ჰარმონიული ვუწოდოთ შეყვარებული კუროების ირგვლივ გამეფებულ სიტუაციას, თუმცა მეტნაკლები სტაბილურობა მაინც არის. ივნისში კუროს ენერგეტიკული პოტენციალი მაინცდამაინც მაღალი არაა, ამიტომ ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეთ. თუ წონის სწრაფი მატებისკენ გაქვთ მიდრეკილება, აჯობებს ჯანსაღ კვებაზე და ინტენსიურ ვარჯიშზე გადახვიდეთ.

ტყუპები

ივნისის თვეში ტყუპების ცხოვრებაში რიგი მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდება. ნაკლები ინერვიულეთ და მეტი იფიქრეთ – საღი გონებით მიღებული გადაწყვეტილებები მრავალ შეცდომას აგარიდებთ თავიდან. თვის პირველ ნახევარში ტყუპები ხშირად მიიღებენ სპონტანურ გადაწყვეტილებებს. იმპულსურობის გამოჩენა არ ღირს, არ დაგავიწყდეთ, რომ მსგავსი მიდგომა კარგს არაფერს მოგიტანთ. ცხოვრებისეული გარემოებები საკმაოდ რთულად ჩაიხლართება, ამიტომაც თითოეულ ნაბიჯზე კარგად უნდა დაფიქრდეთ, რომ სიტუაცია თქვენთვის სასარგებლო კალაპოტში მოაქციოთ. საბოლოოდ, ყველაფერი წარმატებით ჩაივლის. ძველებურად აქტუალური და წარმატებული იქნება კავშირები სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მცხოვრებ კოლეგებთან. სწორედ თქვენზეა ახლა დამოკიდებული, რამდენად ნაყოფიერი და მჭიდრო იქნება თანამშრომლობის პროცესი. თვის მეორე ნახევარში თქვენი ძალისხმევა სათანადოდ დაფასდება, სავარაუდოდ ხელს მოაწერთ მნიშვნელოვან კონტრაქტს, რომელიც თქვენი ბიზნესის მომავალზე ძალიან ხელსაყრელ გავლენას იქონიებს. კარიერული კიბის საშუალო საფეხურზე მომუშავე ტყუპებს ვარსკვლავები ურჩევენ, სერიოზულად მოეკიდონ ხელმძღვანელობისგან მიღებულ ყველა დავალებას. არსებობს ალბათობა, რომ მცირედმა უყურადღებობამაც კი სერიოზული შეცდომა გამოიწვიოს. ივნისში ტყუპების ფინანსური მდგომარეობა შედარებით სტაბილური იქნება. თუმცა შემოსავლების მატებისკენ სერიოზული წინსვლა ამ თვეში არ გელოდებათ.

ტყუპების ცხოვრებაში პირადი გრძნობებისთვის ივნისის თვეში ადგილი არ იქნება. მათი დროის უმეტეს ნაწილს დოკუმენტებთან მუშაობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების მოგვარება, ძველ ნაცნობებთან და ნათესავებთან ურთიერთობა წაიღებს, რადგან წყვილების დიდი ნაწილს აქტიური მზადება აქვს საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად. ნათესავებთან ხშირი კონტაქტის შედეგად მათ ძალიან დაუახლოვდებით, რაც თქვენთვის ამ პერიოდში ასე საჭირო მხარდაჭერას უზრუნველყოფს. შეყვარებული წყვილები კი თვის დასაწყისში შეიძლება ცოტა დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა და 16 ივნისის შემდეგ ყველაფერი ისევ უწინდელ კალაპოტში ჩადგება. გრძნობების გაცივების მიზეზი რაიმე უსიამოვნო სიტუაცია იქნება, მაგალითად, ტყუპების ზედმეტი გატაცება სხვა საქმეებით. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენს მეორე ნახევარს ძალიან სჭირდება თქვენი ყურადღება და ასე კონფლიქტებსაც თავიდან აიცილებთ. 

კირჩხიბი

კირჩხიბებს მცირე შვებულება არ აწყენდათ. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, ეცადეთ თვის პირველ ნახევარში მაინც მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ გადადოთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. ივნისი კირჩხიბისთვის არც ისე ხელსაყრელი თვეა. სავარაუდოდ, საქმეების დიდი ნაწილი ერთ ადგილას გაიყინება და ამას ვერაფერს უშველით. გარშემომყოფთაგან ინტრიგნული გამოხტომებია მოსალოდნელი. მზად იყავით მოულოდნელი შემოწმებებისათვის და ყველა დოკუმენტი წესრიგში გქონდეთ. პარტნიორებთან ურთიერთობაც გართულდება, თქვენ შორის მუდმივად რაღაც უთანხმოებები ხდება. განსაკუთრებული ყურადღება საზღვარგარეთელ პარტნიორებს უნდა დაუთმოთ. მოსალოდნელია ისეთი სიტუაციის დადგომა, რომლის მოგვარებასაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. აკონტროლეთ თქვენი გარემოცვა და არავის მისცეთ უფლება, დასახული კურსიდან გადაგახვევინოთ – ვექტორი სწორად გაქვთ არჩეული და სულ მალე ამაში დარწმუნდებით კიდეც. დაქირავებულ კირჩხიბებს ვარსკვლავები შვებულების აღებას ურჩევენ, რათა პირადი საქმეები მშვიდად მოაგვარონ. თუმცა ეცადეთ დაუმთავრებელი საქმეები არ დატოვოთ, რადგან მოგვიანებით ეს ისევ თქვენ დაგაზარალებთ. არც ფინანსური მდგომარეობა ექნება კირჩხიბს მაინცდამაინც სტაბილური. მართალია, მსხვილი ხარჯები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ არც განსაკუთრებულ შემოსავლებს უნდა ელოდოთ. ივნისის უსიამოვნებები ძალიან რთული პერიოდის მხოლოდ დასაწყისია – მთავარი პრობლემები წინ გელით, ამიტომ სიტუაციას მშვიდად მიუდექით.


ლომი

ივნისში ლომებს პრობლემები ფაქტობრივად არ შეექმნებათ, თუმცა არც მაინცდამაინც ნაყოფიერი პერიოდი ელით. ყველაზე გონივრული საქციელი ამ თვეში ძველი კონტაქტების მოძიება და განახლება და საქმეების დასრულება იქნება. თვის პირველი ნახევარი შესანიშნავი დროა ძველ მეგობრებთან, პარტნირებთან და უბრალოდ კარგად ნაცნობ, მაღალი თანამდებობის პირებთან ურთიერთობის აღსადგენად. თვის მიწურულს სწორედ ისინი შეიძლება იქცნენ თქვენი ბიზნეს საქმიანობის წარმატების კატალიზატორად. გამორიცხული არ არის, ლომმა 2015 წლის ივნისში საინტერესო და მომგებიანი წინადადება მიიღოს. შესაძლოა ეს სხვა ქვეყანაში ან თუნდაც ქალაქში შემოთავაზებული სამსახური იყოს. კარგი დროა ბიზნესის გაფართოებისა და საქმის თქვენი ქალაქის ფარგლებს გარეთ გატანისთვის. ივნისი ფინანსური და კარიერული წარმატების დასაწყისია, ამიტომაც ამ თვეში არც ერთი შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ამასთან პროგრესი ერთნაირად შეეხება როგორც ბიზნესმენებს, ისე ნებისმიერი რანგის თანამშრომლებს. უარი არ თქვათ თუნდაც ერთი შეხედვით დამღლელ მივლინებაზე, ის თქვენი საქმისთვის ძალიან წარმატებული გამოდგება. ლომის ფინანსური მდგომარეობა ამ თვეში ნეიტრალური იქნება. თუ დახმარება დაგჭირდებათ, იოლად იპოვით ადამიანს ან ადამიანებს, ვინც გვერდში დაგიდგებათ. ლომის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება სულ მალეა მოსალოდნელი.

ლომის პირად ცხოვრებაში ნოსტალგიური ტენდენციები შეინიშნება. სწორედ ივლისში ლომი გაიხსენებს ძველ მეგობრებსა თუ ძველ სიყვარულს. თვის პირველ ნახევარში თქვენს გარემოცვაში ხშირად გამოჩნდებიან ადამიანები ძველი ცხოვრებიდან, ვისაც დიდი ხანია არ შეხვედრილხართ. სწორედ ახლა მოგეცემათ შესანიშნავი საშუალება გაერკვეთ, რაში მდგომარეობდა ძველი კონფლიქტების მიზეზები და აღმოფხვრათ ისინი. ეს ეხება როგორც დაოჯახებულ, ისე ახლად შეყვარებულ წყვილებს. თუ ბავშვებთან პრობლემები გაქვთ, დელიკატურობა და ტაქტი გამოიჩინეთ – ამ შემთხვევაში მათთან ურთიერთგაგების მიღწევა არ გაგიჭირდებათ. სიტუაცია ცოტა შეიცვლება თვის მეორე ნახევარში, როცა ლომის ირგვლივ ახალი ადამიანები გამოჩნდებიან. თქვენი საკონტაქტო წრე საგრძნობლად გაფართოვდება და მრავალფეროვნებასაც შეიძენს. თვის მიწურულს მარტოხელა ლომი შეიძლება შეხვდეს ადამიანს, ვისაც უკვე დიდი ხანია ეძებდა. ივნისში ლომის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, იგი აქტიური და ძალიან მომხიბლავია.

ქალწული

ივნისში ქალწულებს ერთდროულად რამდენიმე არც ისე მარტივი ამოცანის გადაწყვეტა მოუწევთ. თუმცა სიტუაცია კრიტიკული არ არის – ქალწული საგულდაგულოდ ემზადება ქმედებისთვის, თავად საქმეს კი იმდენი დრო და ენერგია არ დასჭირდება, როგორც ვარაუდობდა. გჯეროდეთ საკუთარი თავის და ნუ შეუშინდებით დიად იდეებს, რაც ამ პერიოდში მოგივათ თავში. ამ თვეში დასახული მიზნების მიღწევა სავსებით რეალური იქნება, თუ გულმოდგინედ იმუშავებთ და უყურადღებოდ წვრილმანებსაც არ დატოვებთ. ეცადეთ გადაწყვეტილების მიღების მომენტშიდამოუკიდებლობა გამოავლინოთ. სწორედ ახლა არ ღირს კოლეგებზე, პარტნიორებსა თუ დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე დაყრდნობა. შედეგის მიღწევა მხოლოდ გაძლიერებული კონტროლითა და თვითდისციპლინის გამოჩენითაა შესაძლებელი. ივნისის დასაწყისში ეცადეთ პარტნიორებთან ურთიერთობაში მეტი გარკვეულობა შეიტანოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია თქვენი ბიზნესის მომავალი განვითარებისთვის. თვის მიწურულს რთული გადაწყვეტილების მიღება მოგიხდებათ და სწორედ ამ დროისთვის ყველაფერი გარკვეული უნდა გქონდეთ. ამ თვეში თქვენთვის ხელსაყრელი შედეგებით დასრულდება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები. თვის ბოლოს კი ქალწული თავის ძალიან მნიშვნელოვან გეგმაში საგრძნობლად წინ წაწევას მოახერხებს. ქალწულის ფინანსურ მდგომარეობაში განსაკუთრებული ცვლილებები არ მოხდება. თუმცა თვის ბოლოს შემოსავლების მცირედი მატება მაინც არის მოსალოდნელი.

ქალწულის პირად ცხოვრებაში ივნისში რომანტიკის ადგილი მაინცდამაინც არ დარჩება. ოჯახური ბიზნესის წამოწყება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა – აი, რა საქმეებით იქნებით ძირითადად დაკავებული. ივნისის ბოლოს ძალიან ბევრი საპასუხისმგებლო საქმე დაგაწვებათ მხრებზე და ეცადეთ, არავინ დააღალატოთ. ამ თვეში ქალწულის ენერგეტიკული პოტენციალი მაღალ დონეზე იქნება, შესაბამისად მას სრულიად საკმარისი ძალა და ენერგია აქვს, რომ არც ისე იოლ თვეს ღირსეულად გაუმკლავდეს.

სასწორი

ივნისში სასწორებმა ძალიან სერიოზულად უნდა გააანალიზონ ურთიერთობა ზოგიერთ პარტნიორთან და საჭიროების შემთხვევაში კორექტივებიც შეიტანონ. ეს ერთნაირად ეხება როგორც ბიზნეს საქმიანობას, ისე პირად ცხოვრებას. ამ პერიოდში თქვენი ურთიერთობა საზღვარგარეთ ან სხვა ქალაქებში მცხოვრებ პარტნიორებთან საკმაოდ ზომიერი და პოზიტიურია, ეს კი გადამწყვეტი მომენტია თქვენი ბიზნეს საქმიანობის მომავლისა და საჭირო საქმიანი კონტაქტების შენარჩუნებისთვის. მართალია, ყოველ მათგანთან პოზიციების ხელახლა გადახედვა და გარკვევა მოგიწევთ და ამას საკმაო დრო დასჭირდება. თვის პირველ და მეორე დეკადაში მზად იყავით, რომ საზღვარგარეთელი პარტნიორები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეგაფერხებენ. სიტუაციას საბოლოოდ ნათელი მხოლოდ თვის მიწურულს მოეფინება, როცა გამოჩნდება რეალური შანსი, შეთანხმება ორივე მხარისთვის მომგებიანი პირობებით იქნას მიღწეული. მოსალოდნელია წარმატებული საქმიანი მივლინება ან პარტნიორთა ვიზიტი თქვენთან. თვის დასაწყისში მენეჯერმა ქალწულებმა ყურადღება უნდა მიაქციონ თავიანთ თანამშრომლებს, ამ უკანასკნელებმა კი კოლეგებს, რადგან გარშემომყოფები ისეთი საიმედონი შეიძლება არ აღმოჩნდნენ, როგორც ეს ყოველთვის გეგონათ. თვის მეორე ნახევარში ქალწულებს ახალი პარტნიორები გამოუჩნდებათ, რომელთა როლიც მათ საქმიანობაში თანდათან გაიზრდება და პოზიტიურ გავლენასაც იქონიებს. სასწორის ფინანსური მდგომარეობა ივნისის თვეში სტაბილური იქნება. განსაკუთრებული მიღწევები მატერიალურ სფეროში მოსალოდნელი არ არის. გარდა ამისა, მოგიწევთ ძველი ვალების გადახდა, რაც როგორც სამსახურთან, ისე პირად და ოჯახურ საქმეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

ქალწულების დიდი ნაწილი ივნისს მთლიანად საქმეს მიუძღვნის და რომანტიკა და ოჯახური ამბები მის ინტერესს არ დაიმსახურებს. თუმცა თუ მარტოხელა ხართ და თქვენი მომავლის უსიყვარულოდ წარმოდგენა გიჭირთ, თვის მესამე დეკადაში ხშირად იტრიალეთ ხალხში, რადგან სწორედ ახლა შეიძლება შეხვდეთ თქვენს მეორე ნახევარს. ივნისის პირველ დღეებში ძველ მეგობრებს გაიხსენებთ და მათთან უწინდებურ, კარგ ურთიერთობას განაახლებთ. რთული იქნება ურთიერთობები ნათესავებთან. რომელიმე მათგანმა თქვენ წინააღმდეგ ინტრიგები შეიძლება ჩახლართოს, თუმცა ამაოდ დაშვრება. სასწორებს ამ პერიოდში ყურადღების გამახვილება და ნებისმიერ დავაში ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება მართებთ. თვის მიწურულს სიტუაცია თავისთავად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ჩადგება კალაპოტში. ივნისის თვეში სასწორი თავს შესანიშნავად გრძნობს. დაავადებები შორს უვლიან. თუმცა ეცადეთ საჭესთან მეტი ყურადღებით იყოთ, მაღალია ტრავმებისა და საგზაო შემთხვევების ალბათობა.

მორიელი

ივნისის თვე მორიელს სიმტკიცის გამოცდას მოუწყობს, თუმცა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა არ ღირს, ეს რთული პერიოდი მალე დასრულდება და საქმე, რომელშიც მთელი გული და სული ჩადეთ, უხვ ნაყოფს მოიტანს. ამ თვეში მორიელები გარშემომყოფთა აზრს ზედმეტ ყურადღებას აქცევენ. დამოუკიდებლობის მოპოვების შესაძლებლობაც არ მიეცემათ. როგორ უნდა მოქცნენ? ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მოვლენები არ დააჩქაროთ და მოთმინება მოიკრიბოთ. შეგიძლიათ აიღოთ მცირე შვებულებაც, რადგან ახლა თქვენი დასვენებისთვის საუკეთესო დროა. ამ პერიოდში უნდა დაფიქრდეთ დაშვებულ შეცდომებზე, დაისახოთ ახალი მიზნები და იფიქროთ მისკენ მისაღწევ უმოკლეს გზებზე. ივნისის მესამე დეკადაში კვლავ წინსვლის დრო დადგება. წარმატება 17 ივნისის შემდეგ დაგიბრუნდებათ და აუცილებლად უნდა გამოიყენოთ შანსი, რომელიც ახლა მოგეცემათ. თვის მიწურულს ბიზნესმენი თუ დაქირავებული მორიელები ახალ, პერსპექტიულ და შემოსავლიან წინადადებებს მიიღებენ. მორიელის ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურზე უფრო მძიმეა, მისი ხარჯები ხომ საგრძნობლად აჭარბებს შემოსავლებს.

შეყვარებული წყვილებისთვის ივნისი არც ისე ხელსაყრელი თვეა. ხშირად შეგექმნებათ სიტუაცია, რომლიდანაც გამარჯვებულად გამოსვლა საკმაოდ რთული იქნება და საქმე არა მხოლოდ დაშვებულ შეცდომებშია, არამედ უფრო მეტად შემთხვევით წამოცდენილ ერთ ფრაზაში, რომელსაც ყველაფრის გაფუჭება შეუძლია. მოგიწევთ, ამ ფაქტს შეეგუოთ. ამ პერიოდში მორიელისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, მოვლენების ხელოვნურად დაჩქარებას არ ეცადოს. აჯობებს, ცოტა მოიცადოთ და შემდეგ თვეში მიხვდებით, ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება თუ ყველაფერი წარსულს უნდა ჩააბაროთ. დაოჯახებული მორიელები შვილების პრობლემებში არიან ჩართული, რომელთა მოგვარებისთვისაც მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯების გაწევა მოუხდებათ. არც ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით არის ივნისი მორიელებისთვის კარგი თვე – ისინი საკმაოდ ბევრი დაავადების მიმართ მეტად მოწყვლადები იქნებიან. ამიტომ ეცადეთ ყურადღებით მოეპყროთ თქვენს ორგანიზმს, მეტი იძინოთ და ხშირად დაისვენოთ. მორიელები ფრთხილად უნდა იყვნენ საჭესთანაც.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებმა ივნისის თვეში მოვლენები არ უნდა ააჩქარონ და ნელა, დაბეჯითებით იმოქმედონ. ამ პერიოდში გააცნობიერებთ, რომ ყველა საქმიანი პარტნიორის ნდობა არ ღირს, რადგან მათ საკუთარი, ანგარებიანი მიზნები ამოძრავებთ. შესაძლოა, კოლეგების მხრიდანაც სიცრუესა და არაგულწრფელობას წააწყდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თუნდაც უკიდურესად ექსტრემალურ სიტუაციაში საქმე ბოლომდე მიიყვანოთ და ჩანაფიქრი აისრულოთ, რადგან ახლა უკან დახევამ ბევრი რამ შეიძლება დაგაკარგვინოთ. აუცილებლად ეძებეთ კომპრომისი და სიტუაციის გასაკონტროლებლად ყველაფერი გააკეთეთ. პოზიტიური იქნება თქვენი ურთიერთობა სხვა ქვეყნებსა და ქალაქებში მცხოვრებ კოლეგებთან. მოსალოდნელია წარმატებული მივლინება და საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება, რომელიც დადებითად იმოქმედებს თქვენი ბიზნესის სამომავალო განვითარებაზე. ივნისში სტაბილურობით არც მშვილდოსნების ფინანსური მდგომარეობა გამოირჩევა. მნიშვნელოვან შემოსავლებს, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლომდე არ უნდა ელოდოთ. ივნისის მიწურულს და ივლისის პირველ ნახევარში ახლობლებისა და ბიზნეს პარტნიორების მატერიალური მხარდაჭერის იმედია შეიძლება გქონდეთ, თუმცა ეს თქვენს ფინანსურ სიტუაციას საბოლოდ ვერ გამოასწორებს.

პირად ცხოვრებაში მშვილდოსნებს უამრავი სირთულე შეექმნებათ. სწორედ ახლა ამოტივტივდება ძველი, მოუგვარებელი პრობლემა, რომელიც თქვენ ურთიერთობებს ჩრდილს მოჰფენს, ამიტომ მოგიწევთ ინიციატივის საკუთარ თავზე აღება და ყველა გაურკვევლობის საბოლოოდ აღმოფხვრა. თუმცა პარტნიორი პასუხს გაურბის და შესაძლოა არც არაფერი შეიცვალოს. ასეთი სიტუაცია საკმაო ხანს გასტანს. თუნდაც ყველაფერი საბოლოოდ ურთიერთობის დანგრევით დასრულდეს, საკუთარ თავს ნუ დაადანაშაულებთ, პარტნიორისგან განსხვავებით თქვენ ყველაფერს აკეთებდით მის შესანარჩუნებლად. მეგობრების დახმარებით განშორებას საკმაოდ იოლად გადაიტანთ. შესაძლოა, სამოგზაუროდ წასვლაც მოგინდეთ, რათა ჭრილობა უკეთ მოიშუშოთ. ამ მოგზაურობისას შეიძლება ახალ სიყვარულსაც კი გადააწყდეთ, ამის ალბათობა თვის მიწურულს საკმაოდ მაღალია. სიყვარულით იმედგაცრუებულმა და მარტოხელა მშვილდოსნებმა ამ შანსით აუცილებლად უნდა ისარგებლონ. ივნისში თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი არც ისე მაღალი იქნება, თუმცა სერიოზული დაავადებების შიში არ გქონდეთ. არ დაივიწყოთ სრულფასოვანი ძილი და დასვენება და ყველაფერი რიგზე იქნება.

თხის რქა

ივნისში თხის რქას წარსულთან მიბრუნება მოუწევს, რათა დაშვებული შეცდომები გამოასწოროს და სიტუაციიდან სასარგებლო გამოცდილებაც მიიღოს. სწორედ ეს ნაბიჯი მოგცემთ განვითარებისა და წინსვლის სტიმულსა და საშუალებას. ივნისის დასაწყისი ბიზნეს საქმიანობისთვის არც ისე ხელსაყრელი პერიოდია. დაქირავებული თხის რქები უამრავი რუტინული და მონოტონური სამუშაოს ტვირთის ქვეშ აღმოჩნდებიან და არც მათ დახარჯულ ძალისხმევას დააფასებს ვინმე სათანადოდ. გუნდშიც რთული სიტუაციაა, მწიფდება ინტრიგები და კონფლიქტები. მეწარმე და მენეჯერი თხის რქები უნდა მოემზადონ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მოულოდნელად მოწყობილი შემოწმებებისთვის. დაბრკოლებები შეგექმნებათ საზღვარგარეთელ პარტნიორებთან ურთიერთობაშიც და ამ გაუგებრობების მოსაგვარებლად დიდ დროსა და ენერგიას დახარჯავთ. ივნისში სტაბილურობით არც თხის რქის ფინანსური მდგომარეობა გამოირჩევა, რაც სულაც არ არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, როგორ მიდის მისი საქმიანი ცხოვრება. თუმცა 6-7 და 24-25 ივნისს შესაძლოა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფულადი შემოსავალი მიიღოთ.


მერწყული

მერწყული ზედმეტ ნდობას იჩენს ადამიანებისადმი, ვინც ამას სრულებით არ იმსახურებენ. ეს ეხება როგორც პროფესიულ, ისე პირად ურთიერთობებს. ბიზნეს საქმიანობის წარმართვისას, განსაკუთრებით თუ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები გაქვთ მისაღები, ფრთხილად იყავით. ამ პერიოდში ძალიან იოლად აენთებით ახალი იდეებით, რომლებსაც მომავალი არ გააჩნია და მხოლოდ პირველი შეხედვით გეჩვენებათ საინტერესო და კრეატიული. ეცადეთ არავის არაფერი დაჰპირდეთ და გახსოვდეთ, რომ ყველაფერი რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის. თვის მეორე ნახევარში საქმიანი სიტუაცია გაუმჯობესდება. ამ ნიშნის წარმომადგენლებიც უფრო პრაქტიულები გახდებიან და გონივრულად იმოქმედებენ. ივნისის მიწურულს მენეჯერ მერწყულებს შეუძლიათ მშვიდად დაეყრდნონ თავიანთ დაქვემდებარებულებსა და კოლეგებს. გახსოვდეთ, რომ მართალია, ამ პერიოდში ძალიან ბევრი რთული საქმის გაკეთება მოგიხდათ, მაგრამ თქვენი ძალისხმევა სათანადოდ დაფასდება. თვის მესამე დეკადაში სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში მცხოვრები პარტნიორები და კოლეგები გააქტიურდებიან, ამით კი თქვენ ისარგებლებთ. მერწყულის ფინანსური მდგომარეობა სტაბილური არ იქნება, რადგან თვის პირველ და მეორე დეკადაში გაწეული ხარჯები მისთვის ლამის გაკოტრების ტოლფასია. ზოგიერთს ბიზნეს საქმიანობისთვის დასჭირდება ფული, მერწყულების ნაწილს კი ოჯახური ხარჯებისთვის. ეცადეთ ამ თვეში მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრებისგან შორს დაიჭიროთ თავი, რადგან თქვენი მიდრეკილება არაპრაქტიკულობისაკენ ძალიან ძვირი და არც ისე საჭირო შენაძენების გაკეთებისკენ გიბიძგებთ.


თევზები

ივნისში მუშაობისგან ცოტა მაინც უნდა დაისვენოთ და ამ პერიოდისთვის რეალურად პირველხარისხოვან საქმეებს: ოჯახს, შვილებს, ახლობელ ადამიანებს მიხედოთ. გამოუსწორებელ თევზებს კი, რომელთაც მუშაობის გარეშე არ შეუძლიათ, ვარსკვლავები ისეთი საქმეების მიხედვას ურჩევენ, რაც გადაჭრის სირთულის გამოც კაი ხანს გვერდზე ჰქონდათ გადადებული. მოსალოდნელია, ამ თვეში უძრავ ქონებასთან, კერძოდ კი რემონტთან დაკავშირებით საკითხებზე მუშაობამ მოგიწიოთ. იმედი არ გქონდეთ, რომ თვის პირველ და მეორე დეკადაში ყველაზე მარტივი საქმეებიც კი უპრობლემოდ და დაუბრკოლებლად მოგვარდება. ივნისის მესამე დეკადა შედარებით უფრო წარმატებული იქნება და სერიოზული მოგების მიღებაც გელოდებათ. ეს ეხება როგორც მენეჯერ და ბიზნესმენ, ისე დაქირავებულ თევზებს. საშუალო რგოლის თანამშრომლებმა ძველი ხელმძღვანელებისგან შეიძლება საინტერესო წინადადება მიიღონ. ეს ახალ, პერსპექტიულ პოზიციაზე მიწვევას შეეხება. მეწარმე თევზებმა ამ დღეებში მომგებიანი კონტრაქტი შეიძლება დადონ. საქმეები ნელ-ნელა მწყობრ კალაპოტში დგება. თევზების ფინანსურ მდგომარეობაში ივნისში განსაკუთრებული არაფერი შეიცვლება. ეს ფაქტობრივად, მკვდარი სეზონია. თვის მიწურულს კი მოულოდნელი მატერიალური შემოსავალი გექნებათ, შეიძლება უიმედო ვალიც კი დაგიბრუნონ.

წყარო: friday.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...