1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ბანკი საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ტექნიკურ სავაჭრო ფორუმს მასპინძლობს

თიბისი ბანკის სათავო ოფისში ტექნიკური სავაჭრო ფორუმი მიმდინარეობს, რომელზეც მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები ვაჭრობის დაფინანსებაში, სფეროს განვითარების საკითხებზე მსჯელობენ.

 

ტექნიკური სავაჭრო ფორუმი საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ინიციატივით და თიბისი ბანკის მხარდაჭერით იმართება. მისი მიზანია, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა და სავაჭრო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.        

 

ღონისძიებას ესწრებიან თიბისი ბანკის დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, ასევე საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ფადი ასლი, EBRD წარმომადგენლები, საქართველოში მყოფი ინვესტორები და ვაჭრობის ფინანსირების ექსპერტები.

 

„თიბისი  ბანკს  პატივი ერგო, უმასპინძლოს  ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელსაც  დაესწრება ვაჭრობის  დაფინანსებაში ჩართული ყველა ბანკი - ეს ბანკები  შესაძლოა კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა მნიშვბელოვანია ამ ბანკების ჩართულობა და კოორდინაცია საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების მიმართულებთ. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც თანამშრომლობა და განვითარება ყველა ჩვენგანის ინტერესშია“- აცხადებს  თიბისი ბანკის დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

 

„ღონისძიებისადმი  ინტერესი ძალიან დიდია, რაც პოზიტიური განვითარების დასაწყისს ნიშნავს, არა მხოლოდ  საქართველოსთვის, არამედ მთელი  რეგიონისთვის,“- აღნიშნა საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯფომარემ, ფადი ასლიმ.  

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...