0 2 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვინ ატერორებს ამიკო ჩოხარაძეს ყველაზე მეტად და რა ურთიერთობა აქვს მას ბერასთან

იუმორისტი ამიკო ჩოხარაძე ბოლო პერიოდია, აღარ ჩანს ტელეეკრანებზე. წლების წინ, მისი „რუსთავი 2-დან” GDS-ში გადასვლას გარკვეული ხმაური მოჰყვა. თუმცა, დღეს ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდა. პროფესიით მეზღვაურმა, მაგრამ პაროდიების უბადლო შემსრულებელმა, რამდენიმე წელია, ანა ონიანთან ერთად ოჯახი შექმნა. უკვე ორი შვილის მამაცაა. რას საქმიანობს დღეს ყველასთვის საყვარელი პაროდისტი და როგორია მისი ოჯახური იდილია, ამაზე თავად გვესაუბრება.

ამიკო ჩოხარაძე: ამ ეტაპზე ვაკეთებ იუმორისტულ კლიპებს, რომლებსაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა და აიტაცა მაყურებელმა. სამომავლოდ, გრანდიოზული სიახლეები მაქვს, მაგრამ ამ საკითხზე ჯერ არ მინდა, საუბარი. ეს არ შეეხება ტელევიზიასა და სოციალურ ქსელს, ბიზნესის წამოწყებას ვაპირებ. პარალელურად, ვთამაშობ საქართველოს „მან-სან-კანის“ ნაკრებში. 2014 წელს, პრემიერ-ლიგის ჩემპიონები  გავხდით და ავტომატურად გადავედით უმაღლეს ლიგაში, რომელიც 30 აპრილს გაიმართება. ჩვენს თამაშს რუსეთის პირევლი არხი გადასცემს და 300 000 000 ადამიანი გვადევნებს თვალყურს. მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იქ მყოფ ქართველებსა და მიხეილ ხუბუტიას. საქართველოში რომ ჩამოვალთ, „კავეენში” ვაპირებთ რეგიონალური ლიგის დაწყებას – ჩვენთან ბევრ ადამიანს აქვს პოტენციალი ამ სფეროში. 

– ტელეეკრანზე ისე ხშირად აღარ ჩანხარ, როგორც ადრე. რატომ?

– კი, მართალი ხარ. ახლა უფრო კლიპებზე ვარ გადართული. კვირის განმავლობაში ერთი სიმღერა მაინც მაქვს დასაწერი. საბოლოო ჯამში, წლის განმავლობაში რომ გამოვიანგარიშე. 47 კლიპი გამომივიდა გადაღებული. მგონი, მალე რეკორდს მოვხსნი ამ სფეროსში. შოუბიზნესის მომღერლებს უნდა ვაჯობო (იცინის). ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს.

 – როგორც ვიცი, შვილებისთვისაც აპირებდი სიმღერის დაწერას. ეს ისევ იდეად დარჩა?

– არა, დაწერილი მაქვს, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩამიწერია (იცინის). ამ სიმღერასთან დაკავშირებით, წინასწარ ვერაფერს გეტყვით. შეიძლება, ამ კვირაშიც ჩავწერო. 

– ორი შვილის მამა ხარ, ალბათ რთულია...

– რთული კი არა, ძალიან მაგარი რამეა. საერთოდ არ მერთულება. ჩემებური დამოკიდებულება მაქვს ბავშვებთან. ჩემზე მეტი ენერგია აქვთ, მაგრამ შეძლებისდაგავარად, ვუმკლავდები (იცინის). დღის განმავლობაში ვმუშაობ და ამიტომ, შვილებთან ყოფნა უფრო მეუღლეს უწევს. თუმცა, მაინც ვახერხებ მათთან თამაშს, სიმღერას და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, ღამე თავის დროზე დაიძინონ. უფროსი – საბა 4 წლისაა, ემილი კიდევ, ორის. 

– ემილი უცხო სახელია, ვინ შეურჩია?

– არაქართული სახელია, ჩემს მეუღლეს უნდოდა, რომ დაერქმია და მან შეარჩია. მეც დავთანხმდი. უცხოელისთვის მარტივი დასამახსოვრებელია, იმავდროულად, ძალიან ლამაზი სახელიცაა. 

– საბაზე თქვი, რომ შენც გგავს და ანასაც, ემილი რომელმა დაიმგვანეთ?

– ემილიც ეგრეა. ჩემი პატრაობის სურათი რომ ვნახე, საბა ძალიან მგავს. ემილი ჰგავს დეიდას, ანუ ჩემი ცოლისდას. მისი ბავშვობის ფოტო რომ ვნახე, ემილი იყო, ოღონდ შავ– თეთრი. 

– ამბობენ, გოგო მამასიაო, ეთანხმები ამ მოსაზრებას?

– კი, ვეთანხემბი. გოგო მაინც მამასია, ყველაზე მეტად მატერორებს (იცინის). საბას უფრო ვუმკლავდები, თან ცოტა წამოიზარდა, დაჭკვიანდა, დინჯიც გახდა და რაღაცეებს  მიჯერებს კიდეც. ემილის პირიქით – მე ვუჯერებ (იცინის). როცა ბავშვებთან ვარ, დადებითად ვიმუხტები და დღის განმავლობაში მიმყვება ეს პოზიტივი. მათთან ურთიერთობა განსაკუთრებით საინტერესოა. მათ ხომ თავიანთი სამყარო აქვთ, რომელიც ყველაფრისგან გამორჩეული და განსაკუთრებით საყვარელია.   

– ძალიან დაკავებული ხარ. ანა როგორ ეგუება ამ ყოველივეს?

– ყოველთვის გვერდით მიდგას და არასდროს მსაყვედურობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ოჯახს უფრო მეტ დროს ვუთმობ და ხშირად ვარ სახლში. გამოგიტყდებით, იმდენად მომეწონა სახლში ყოფნა, სიახლეებზე ფიქრის სურვილი აღარ მაქვს. ოჯახური იდილია ძალიან მაგარი რამეა. 

– მეუღლე მუშაობს? კრიზისული პერიოდი თუ გქონიათ, რაც ოჯახი შექმენით?

– არა, დიასახლისია. სახლში მუშაობს ბავშვებს და მე მივლის (იცინის). კრიზისულ პერიოდს ვერ დავარქმევ. ცოლ-ქმარი ვართ და ბუნებრივია, რაღაცაზე ვიჩხუბებდით, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა. 

– საკუთარი გადმოსახედიდან, როგორი მეუღლე ხარ?

– ჩემი გადმოსახედიდან, მიმაჩნია, რომ მეტი შემიძლია. ამიტომ, ვცდილობ, ყოველდღე ისე მოვიქცე, რომ იდეალური მეუღლე ვიყო. მართალია, იდეალური არავინაა, მაგრამ, მთავარია, ანა იყოს ჩემით კმაყოფილი. სიურპრიზებიც მახასიათებს, თუმცა ხშირად – არა. საერთოდ, სიურპრიზს იმიტომ ჰქვია სიურპრიზი, რომ მოულოდნელი უნდა იყოს და ყოველდღე არ მეორდებოდეს. შესაბამისად, რაღაც-რაღაცეები მეც გამიკეთებია. დაბადების დღე გადამიხდია მისთვის მაშინ, როცა საერთოდ არ ელოდა.

– თუ უკრძალავ რაიმეს?

 – არა, არაფერს. თვითონ ანას არ ახასიათებს ისეთი რაღაცეები, რომ აკრძალვა სჭირდებოდეს. არასოდეს მქონია შემთხვევა, რაიმეს ჩაცმა ან სადმე წასვლა დამეშალა. მიმაჩნია, რომ ჩემი მეუღლე რაც უფრო კარგად გამოიყურება, ეს ჩემი პლუსია. ანას არ აქვს პრობლემა მეგობრებთან ერთად სადმე წავიდეს.  მაქსიმალურად ვაძლევ თავისუფლებას. 

– როგორც ვიცი, ანა ქუთაისელია. ალბათ, მასაც კარგი იუმორი აქვს.

– კი, ქუთაისელი სვანია და ძალიან კარგად არის იუმორთან. ბევრჯერ დამხმარებია სკეტჩის დაწერისას (იცინის).

– ბათუმში უფრო ხშირად ჩადიხართ თუ ქუთაისში?

– გააჩნია, შვილები სად გვყავს გაგზავნილი (იცინის). ბებოები გვართმევენ ხოლმე ბავშვებს. იმ დროს ძალიან მენატრება ორივე, მაგრამ ბებიებს, ხომ იცით, უნდა გავუგოთ (იცინის). ქუთაისში იშვიათად ჩავდივარ. ყოველ ზაფხულს ბათუმში ვარ, დანარჩენი პერიოდი თბილისიდან არ გავდივარ. 

– რას გეუბნებიან, ეკრანზე რომ აღარ ჩანხარ?

– ძირითადად მეკითხებიან, რატომ აღარ ვაქტიურობ და მსგავს რაღაცეებს. ყველას, ვისაც ეს კითხვა აწუხებს, ვუპასუხებ, რომ ამ ეტაპზე ვისვენებ. ცოტახანს ოჯახში მინდა ყოფნა. „ლაითად“ რაღაც-რაღაცეებზეც ვმუშაობ. სამომავლოდ კი ისევ გამოვჩნდები, შეიძლება, სულ განსხვავებულ ამპლუაში, მაგრამ კვლავ მიხილავთ.

– არაკომედიური ფილმის პერსონაჟი თუ იქნებოდი, ან პოლიტიკურ გადაცემას თუ წაიყვანდი? 

– არა საერთოდ, თავს ვიკავებ მსგავსი რაღაცეებისგან. არ ვიცი მაყურებელი როგორ მიიღებს იუმორისტს სერიოზულ გადაცემის წამყვანად, თუნდაც ფილმის პერსონაჟად.  არა მგონია, რომ ვერ გავუმკლავდე, მაგრამ რამდენად მისაღები იქნება ეს, არ ვიცი. ისე, რეჟისორებიდან თუ იქნება შემოთავაზება, სიამოვნებით დავთანხმდები. თუმცა, მსგავსი რამ დღემდე არ ყოფილა.

– ბერასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

– ბერასთან ვმეგობრობ, სამწუხაროდ, დროის უქონლობის გამო, ხშირი შეხება არ გვაქვს. როცა საქართველოში ჩამოდის და დრო აქვს ვნახულობ. ტელევიზიაშიც მოდის. საერთოდ, ბერა ძალიან კომუნიკაბელურია, უყვარს ურთიერთობები. თანამშრომლებს არ გვეძახის – ყველას მეგობრებად მოგვიხსენიებს. ის ყოველთვის ცდილობს, კომფორტული სამუშაო გარემო შეგვიქმნას და თავი არა სამსახურში, არამედ ოჯახში ვიგრძნოთ. 

– ახალ პროექტებს ბერასთან განიხილავთ და შემდეგ დგება საკითხი, გავა თუ არა ეთერში ესა თუ ის გადაცემა?

– ზოგადად, ბერას საქმის კურში აყენებენ და თუ რაიმე კეთდება ტელევიზიაში, ყველაფერი იცის. ჩვენც ვცდილობთ, რაც ახალი იდეა გვაქვს, ვუთხრათ. მას არ ვუყურებთ, როგორც მფლობელს. ის ჩვენი მეგობარია. მსგავს საკითხებში ბერა ნაკლებად ერევა. ტელევიზიას ჰყავს უფროსობა, რომელიც წყვეტს, რომელი გადაცემა გავა, ან არ გავა ეთერში.

ეთო ხურციძე 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...