1 0 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სასწრაფოდ: 22 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს

ჩამოტვირთვა

16-04-2015შსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რანთიგ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1994 წელს დაბადებულ ჯოშგუნ ა-ს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჯოშგუნ ა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რანთიგ ა. მომხდარიდან ორ საათში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფონაში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები