0 0 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თავდამსხმელების მიერ დატყვევებული თურქი პროკურორი დაიღუპა

ჩამოტვირთვა

თურქი პროკურორი, რომელიც გუშინ ორმა შეიარაღებულმა პირმა დაატყვევა, სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს დაიღუპა.
თურქი პროკურორი და ორი თავდამსხმელი პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ. პროკურორი მეჰმეთ სელიმ ქირაზი, რომელიც 2013 წლის ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაღუპული თინეიჯერის მკვლელობის საქმეს იძიებდა, მემარცხენე რადიკალური მარქსისტული დაჯგუფების წევრებმა მძევლად გუშინ აიყვანეს. 
შეიარაღებული პირები ახალგაზრდის მკვლელობაში დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვდნენ. თავდამსხმელებმა განაცხადეს, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, ისინი პროკურორს მოკლავდნენ.
სტამბოლის პოლიციის ხელმძღვანელის, სელამი ალტუნოკის თქმით, პოლიციამ ექვსსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად შეიარაღებულ პირებთან შეთანხმებას მიაღწია, თუმცა მოგვიანებით, სპეცოპერაცია დაიწყო, ვინაიდან პროკურატურის შენობიდან სროლის ხმა ისმოდა. 
15 წლის ბერკინ ელვანი 2013 წელს სტამბოლში გამართული მასობრივი დემონსტრაციის დროს მოკლეს. მას ცრემლსადენი გაზის ავზი მოხვდა თავში, რის შედეგადაც ის ცხრა თვის განმავლობაში კომაში იყო, 2014 წლის მარტში კი გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას თურქეთში ახალი საპროტესტო ტალღა მოჰყვა. დაღუპულის მშობლები დამნაშავე პოლიციელის დასჯას ითხოვნდნენ, თუმცა, ამ დრომდე არასრულწლოვანის მკვლელობის გამო არავინ დაუსჯიათ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები