1 4 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა მდგომარეობაა სტომატოლოგიურ კლინიკებში - მონიტორინგის შედეგები

ჩამოტვირთვა

„სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგის პროექტი იყო ძალიან წარმატებული“ ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება ინფექციური კონტროლის კუთხით თითქმის დასრულებულია. დარჩენილია მხოლოდ კახეთისა და ქართლის რეგიონები. შემოწმება საკონსულტაციო ხასიათის იყო და სპეციალური კითხვარის დახმარებით მიმდინარეობდა. სტომატოლოგიურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, 20-მა დაწესებულებამ შეწყვიტა ფუნქციონირება; საქმიანობა დროებით შეაჩერა 15-მა კლინიკამ. 5-მა დაწესებულებამ შეიცვალა რეკვიზიტები და განაახლა საქმიანობა. მონიტორინგის პერიოდში გამოვლინდა 4 დაწესებულება, რომლებიც იყო დაკეტილი და ვერ მოხერხდა მათი შემოწმება. მონიტორინგის პროცესი 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შემდეგი ეტაპი სალიცენტიო პირობების შემოწმება იქნება. ამჟამად სილამაზის სალონებში მიმდინარეობს მონიტორინგის პროცესი, საბოლოო შედეგები კი თვის ბოლოს იქნება ცნობილი. სტომატოლოგირ კაბინეტებში მონიტორინგი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროგრამის განუყოფელი ნაწილი სამკურნალო მედიკამენტის მიწოდებასთან ერთად დაავადების პრევენციაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები