2 2 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნიკა ნატროშვილის მეუღლეს და სამი წლის გოგონას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებათ

ჩამოტვირთვა

კიკეთში დაჭრილი ნიკა ნატროშვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. რამდენიმე დღის წინ “ფოსტალიონმა” ნიკუშას დედასთან, რუსუდან ბოჭორიშვილთან ჩაწერა ინტერვიუ , საიდანაც გაირკვა, რომ ა.შ.შ.-ში,  კლივლენდის კლინიკა თანახმაა, ურთულესი ოპერაცია ჩაუტაროს ნიკუშას, მაგრამ სამწუხაროდ, საკმარისი თანხის უქონლობის გამო ჯერ-ჯერობით ეს საკითხი ადგილიდან არ დაძრულა. ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოყვა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. განახლდა კამპანია ნიკუშას გადასარჩენად . 12 მარტს, სპორტის სასახლეში საქველმოქმედო ფონდის “ცხოვრება მშვენიერია”-ს და “ახალგაზრდა მთავრობის”  ხელმძღვანელობით ტარდება გალა კონცერტი, სადაც ქართველმა შემსრულებლებმა გამოთქვეს მონაწილეობის სურვილი . 

 

საბანკო ანგარიშები. 

GE65PC0483600400001007 GEL ProCredit Bank მიმღები რუსუდან ბოჭორიშვილი

Swift MIBGGE22

საქველმოქმედო საიტი, სადაც შეგიძლიათ, თნხის ჩარიცხვა ბარათიდან: http://www.gofundme.com/iwcd0g

სპორტის სასახლეში, 12 მარტს, 20.00 საათზე საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:

ფრანი, მგზავრები, რობი კუხიანიძე (აუთსაიდერი), გიო ხუციშვილი , დათო ხუჯაძე, ნიკოლშოუ, 33ა, ჯგუფი ლენდი და ქუჩის ბიჭები, loudspeakers,  Shaly, ოთიკო ანდრიაძე თავის ბენდთან ერთად და ბაკურ ბურდული და ბევრი სხვა მომღერალი.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია www.biletebi.ge -ზე . 7-8 მარტიდან კი სპორტის სასახლის სალაროებშიც გაიყიდება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები