0 7 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კომპანია „არემჯიმ“ გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარებაზე ტენდერში გამარჯვებული გამოავლინა

 კომპანია „არემჯიმ“ ტენდერის საფუძველზე ის გარემოსდაცვით-საკონსულტაციო ორგანიზაცია გამოავლინა, რომელიც შპს „არემჯი გოლდისა“ და სს  „არემჯი კოპერის“ კუთვნილ სამთო-მოპოვებით საწარმოებში გარემოსდაცვით აუდიტს ჩაატარებს.

ტენდერში აიპ „გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელმა კომისიამ“  გაიმარჯვა, რომელიც მაღალკვალიფიციური და დამოუკიდებელი ესპერტებით არის დაკომპლექტებული. პროექტში ქართველ სპეციალისტებთან ერთად ევროკავშირის ქვეყნების შესაბამისი ინსტიტუციების მიერ აღიარებული, შვედი და უკრაინელი გარემოსდაცვითი აუდიტორები მიიღებენ მონაწილეობას.

გარემოსდაცვითი აუდიტის მიზანია უზრუნველყოს გარემოსდაცვითი მაჩვენებლების დამოუკიდებელი შეფასება  შპს „არემჯი გოლდისა“ და სს  „არემჯი კოპერის“ კუთვნილ სამთო-მოპოვებით საწარმოებში, რომლებიც ბოლნისის რაიონში დაბა კაზრეთში მდებარეობს.

2 კვირის ვადაში შერჩეული კომპანია, სახელშეკრულებო ვალდებულების შესაბამისად, წარმოადგენს ჩასატარებელი აუდიტის გეგმას, რომლის საჯარო პრეზენტაციასაც კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლები და პროექტში მონაწილე ექსპერტები ერთობლივად გამართავენ.

კომპანია „არემჯიმ“ გარემოსდაცვითი აუდიტის ტენდერი, ამაწლის 19 თებერვალს გამოაცხადა და მასში მონაწილეობას საქართველოს გარემოსდაცვით-საკონსულტაციო სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები იღებდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...