0 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა მთავარ შეცდომას უშვებენ ცოლები და როგორ უნდა შეინარჩუნო ქმარი

                                                                                                                            დალი მიქელაძე 

თუ არ არსებობენ ერთგული მამაკაცები, მაშინ ოჯახური იდილია, სრული ბედნიერების მიღწევა შეუძლებელი ყოფილა. ალბათ, არ არსებობს ქალი, რომელიც ერთხელ მაინც არ ყოფილა ეჭვებით შეპყრობილი იმის გამო, რომ შესაძლოა, მას ქმარი ღალატობდეს. მტანჯველია თავად ფაქტი და მტანჯველია ეჭვებიც. სრულფასოვანი ცხოვრება შეუძლებელი ხდება. ყველა ქალს არ შესწევს უნარი, მოერიოს საკუთარ თავს და დაჯაბნოს ქმარში ღალატის, ახალი სასიყვარულო თავგადასავლების სურვილი.

 

მაკა (37 წლის): მე იმ ასაკში არ ვარ, რომ ქმრის ღალატის მეშინოდეს. ჩემი ქმარიც ზუსტად ოცდაჩვიდმეტი წლისაა. ერთად ვსწავლობდით უნივერსიტეტში და საკმაოდ მოგვიანებით დავქორწინდით.

– ანუ, შეყვარებულები არ ყოფილხართ?

– მეტ-ნაკლებად. ანუ, სწავლის პერიოდში არ ვყოფილვართ შეყვარებულები. ჩვეულებრივად ვმეგობრობდით. იმას სხვა გოგო მოსწონდა და ვგულშემატკივრობდი კიდეც. ხუთი წლის წინ შევხვდით ერთმანეთს ახლობლის ქორწილში და სახლში გამაცილა. ასე დაიწყო. ორი თვის შემდეგ, ცოლობა მთხოვა და მეც დავთანხმდი.

– არანაირი რომანტიკა? ასე მარტივად და უბრალოდ იყო ყველაფერი?

– თქვენ გგონიათ, არანორმალური, გადარეული სიყვარულით შერთულ ცოლებს არ ღალატობენ ქმრები?! რა სისულელეა. მგონი, უფრო პირიქით არის – ძალიან შეყვარებულები ჯანსაღად ვერ აფასებენ სიტუაციას. გრძნობა მათ აბრმავებთ და მერე, ასეთი გიჟური ვნება უფრო სწრაფად გადის. მერე კი, აღმოჩნდება, რომ ერთმანეთთან არაფერი ჰქონიათ საერთო. ჩვენ ასე არ ვყოფილვართ. ერთმანეთს კარგად ვიცნობდით, კარგადაც ვუგებდით... ყველაფერი ძალიან კარგად გვქონდა... მშვენიერი ოჯახი შევქმენით. ჩემი მეგობრები და ახლობლები მიიჩნევენ, რომ ბრძენი ცოლი ვარ. არ ვგავარ ჩერჩეტ, მოსულელო ქალებს, რომლებიც ყველაფერზე პანიკას ტეხენ. თუმცა, ყველაფერი ისე მარტივად და იდეალურადაც არ არის, როგორც მათ ჰგონიათ. პრობლემები მეც მაქვს. თუმცა, არა ისეთი, რომ ვიტირო და ლოყები ჩამოვიხოკო. ჩემი ქმარი არაფრით არის განსაკუთრებული და სხვა კაცებისგან განსხვავებული... ზუსტად ისევე გაურბის თვალები ქალებისკენ და ბუნებრივია, ნერვები მეშლება. ის კი არა, ქორწილშიც მოახერხა, ჩემს ერთ ნაცნობს გაარშიყებოდა და საკმაოდ შესამჩნევადაც. რესტორნის ჰოლში მაშინ წამოვადექი თავზე, როცა მისი ტუჩები იმ ქალბატონის ყურთან, ან იქნებ ტუჩებთანაც ძალიან ახლოს იყო. არ დამიწყია გამოძიება, თორემ ნერვებს რომ ავყოლოდი, იმ დღესვე უნდა გავყროდი. ძალიან შეშინებული სახე ჰქონდა ჩემს ახალგამომცხვარ ქმარს. ეგრევე შემოტრიალდა, როგორც კი მიხვდა, რომ ვიღაც მიუახლოვდა... „გავატარე“, დაველოდე, რას იტყოდა...

– სიტყვებს ჰქონდა აზრი?!

– სიტყვებს აზრი ყოველთვის აქვს. როცა გასართობი კონკურსის მოფიქრება გვინდოდა, სტუმრები რომ გაგვერთო, შევეცადე, მშვიდად გამეღიმა. არ გამიხსენებია ეს ამბავი.

– მისთვის არ გაგიხსენებიათ, თუ თქვენ თავად დაივიწყეთ.

– შევეცადე, უპირველესად, მე დამევიწყებინა. მართლა ძალიან ძნელი გამოდგა, მაგრამ სასარგებლო შედეგიც გამოიღო – სიფხიზლე მასწავლა და სიფრთხილეც. ისიც, რომ ქმრის მიმართ ნდობა არ უნდა მქონოდა: მასთან ბოლომდე გულახდილი არ უნდა ვყოფილიყავი. როცა თავიდანვე იღებ ასეთ გადაწყვეტილებას, მერე უკვე ადვილია. ქმრის მიმართ სიყვარულიც მაქვს და პატივსაც ვცემ. ის ჩემი ძალიან ახლობელია, მაგრამ სულ მახსოვს, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება, მტრად გადამექცეს.

– ქმარი რომ გიღალატებს, ის უკვე შენი მტერია?

– აბა, რა არის? იმაზე ფიქრობს, როგორ გაძვრეს და ვიღაც ქალს, რომელსაც არაფერი გააჩნია წმინდა, შენზე მაღლა აყენებს.  მიწასთან გასწორებს და გამცირებს. ამაზე უარესი რა უნდა გაგიკეთოს მტერმა?! არავინ თქვას, რომ კაცს თავგანწირვა შეუძლია. მე ამის არ მჯერა. უბრალოდ, ადაპტაცია უნდა მოახერხო კაცის საზიზღარ თვისებებთან. მაგალითად, ჩემი ქმარი ხშირად დადიოდა მივლინებებში. სხვა ქალი ჩემს ადგილას, ამისგან ტრაგედიას შექმნიდა და საჩხუბარს არ გამოილევდა. ინერვიულებდა ქმრის ყოველ წასვლაზე, იეჭვიანებდა... მოიშლიდა ნერვებს. მივლინებიდან ჩამოსული საჩუქრებითა და ყვავილებით მოდიოდა სახლში. დღესასწაულს მიწყობდა. მეც, მონატრებული, ძალიან კარგად ვხვდებოდი.

– საერთოდ არ ეჭვიანობდით?

– გიკვირთ? ჰო, ეს მართლაც გასაკვირია და ნამდვილად არ იყო ადვილი, არ ავყოლოდი ეჭვს. მაგრამ, ვაჯობე თავს.

– ძლიერი ქალი ყოფილხართ.

– ალბათ. შეიძლება, უბრალოდ, რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ნერვიულობა ისევ მე დამაზიანებდა. სულ ეს არის. თუ კაცთან ცხოვრება გინდა, ამ ყველაფერს უნდა შეეგუო. თუ არადა, იყავი მარტო. მაშინ ნამდვილად არავინ გიღალატებს. ჩემი რამდენიმე კეთილისმყოფელი მეგობარი შეეცადა, „აზრზე მოვეყვანე“: ასე მშვიდად როგორ ხარ, როცა წასულია, რატომ ხარ დარწმუნებული, რომ იქ არ გიღალატებს; ეგ აქ არ არის სანდო და სხვაგან შანსს გაუშვებს ხელიდანო?! ერთი სიტყვით, ცდას არ აკლებდნენ, რომ ჩემთვის ოჯახი აერიათ.

– ანუ, თქვენ შეგნებულად გქონდათ ჩაყოფილი თავი ქვიშაში?!

– არსადაც არ მქონდა ჩაყოფილი და არც ახლა მაქვს. არ ვხედავ იმას, რისი დანახვაც არ მინდა.

– ეს ერთი და იგივე არ არის?

– არა. ეს მეორე სტრატეგიაა. მე ასეთი სტრატეგია ავირჩიე და ვფიქრობ, ძალიან სწორიც, თუმცა, კიდევ ვიმეორებ – ეს ძალიან რთულია. ურთულესია. ხმებიც მომდიოდა, რომ ჩემი ქმარი, სანამ ცოლად მომიყვანდა, დროს ნაშებში ატარებდა და არაფერს აკლებდა. ერთმა ახლობელმა მითხრა, მაგ ტიპის კაცები არ სწორდებიან. დარწმუნებული ვარ, ახლაც მაგრად გულაობსო... ამას რომ ავყოლოდი, ეგრევე ოჯახი დამენგრეოდა. ჩემი პასუხი იყო: რაც არ მინახავს, იმას არ დავიჯერებ. ფაქტი არ მაქვს. ბედნიერი ვარ. რატომ ვთხარო, ვთხარო და დანა გამოვთხარო-მეთქი.

– ძალიან უცნაურია, რომ საერთოდ არ გიჩნდებოდათ ეჭვი?

– არანაირ მიზეზს არ მაძლევდა ამისთვის, მართლა. სამსახურიდან ყოველთვის დროულად ბრუნდებოდა. არანაირი სუნი ქალის სუნამოსი მას არ ასდიოდა, მობილურით აბაზანაში არ იკეტებოდა. არ იყო ტყუილუბრალოდ გაღიზიანებული და არც მცოფავდა... ყურადღებასაც არ მაკლებდა. მითხარით, ნერვები მაინც უნდა დამეგლიჯა?! ქექვა ყოველთვის ცუდი გადაწყვეტილებაა... ძალიან ცუდი. ვინც ასე ცხოვრობს, ის ყოველთვის განწირულია ტანჯვისთვის. მე თვითგვემისკენ მიდრეკილი არ ვარ. თუ ეს სიბრძნეა, მაშინ ვყოფილვარ ბრძენი. პირველი სამი წელი მაინც, ძალიან მეგობრულად ვცხოვრობდით. კამათიც კი არ ყოფილა ჩვენ შორის. შეიძლება, მაშინაც ვინმე ფიქრობდა, რომ რქები მედგა თავზე, მაგრამ მე ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. თავს ვიმშვიდებდი იმით, რომ მათ ჩემი ბედნიერება შურდათ. ეს ოდნავ მაწყნარებდა, შვებას მგვრიდა. იყო მომენტები, როცა ვფიქრობდი, ცეცხლი უკვამლოდ არ არსებობს-მეთქი...

– არასოდეს გაგჩენიათ სურვილი, შეგემოწმებინათ ქმარი? რამდენად იყო მისი ერთგულება რეალური?

– ვერ ვიტყვი, რომ არ გამჩენია, მაგრამ, ყოველთვის იმარჯვებდა საღი აზრი – ის ჩემი ქმარია, ზრუნავს ჩემზე, ცდილობს, კარგად ვიყო, მაბედნიერებს... ღამე ჩემთან რჩება და როცა მჭირდება, ჩემ გვერდითაა... რეალობა არის ეს და რატომ ვინერვიულო-მეთქი... ხალხის ლაპარაკს რატომ უნდა ავყოლოდი?!  მერჩივნა, სანიმუშო ცოლი ვყოფილიყავი, ქმარს ღიმილით დავხვედროდი საღამოს და არ „გამერჩია” მისთვის საქმე. რას მივიღებდით ამით? – სკანდალს. საბოლოოდ კი, ქმარს მართლა გავუჩენდი ჩემგან წასვლისა და ღალატის სურვილს. არ უყვართ კაცებს ჩხუბი და აყალ-მაყალი ოჯახში... ვიცი, ბევრი ქალი ჩემზე იტყვის, რომ გონიერი კი არა, სულელზე სულელი ცოლი ვარ. ეს მათი ნებაა. მე არ მინდა, დავკარგო ის, რაც მაქვს. არ მინდა, მარტო ვიწვე ბალიშში თავჩარგული და ვტიროდე, იმის ნაცვლად, რომ ქმარს ვეხუტებოდე... 

– ანუ, მაინც ფიქრობთ, რომ ქმარი შესაძლოა, გღალატობდეთ.

– ფიქრში ყველაფრის დაშვება შეიძლება. ფიქრებს რომ აჰყვე, გაგიჟდები... შემიძლია, გადავამოწმო მისი ესემესები, სასტუმროში დავრეკო, სადაც ის მივლინების დროს ჩადის... ასე იქცევიან ცოლები... მაგრამ, მათ მერე ჰყავთ ყოფილი ქმრები. მე კი ყოფილს, მოქმედი მირჩევნია. ამიტომ არ ვეძებ და არც მოვძებნი მტკიცებულებებს. ჩემი ქმარი ახლა არის ოცდაჩვიდმეტის, ათი წლის შემდეგ ორმოცდაშვიდის იქნება... სულ უფრო გაუტკბება მშვიდი ოჯახი და დაეზარება მივლინებებში სირბილი. მისთვის ნელ-ნელა უფრო ძვირფასი გავხდები. ის ქალები კი, თუკი ასეთები არსებობენ, გაიცრიცებიან და წარსულს ჩაბარდებიან. მოთმინებით დავამარცხებ ქმარში ღალატის სურვილს. ამას შევძლებ. მე ჩემი შეხედულებები და პრინციპები მაქვს. ასეა თუ ისე, ოჯახი მაინც უმთავრესია – ძალიან მნიშვნელოვანი ფასეულობა, რომელიც არ უნდა გააუფასურო. პირიქით, გაფრთხილება სჭირდება... დანგრევა ყოველთვის გაცილებით ადვილია.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...