0 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ირაკლი ლექვინაძე: "ლუდის აქციზის გაზრდით მთავრობა სასურველ შედეგს ვერ მიიღებს"

დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა“-მ („სიპი“) ლუდზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით ჩატარებული ანალიტიკური კვლევის პრეზენტაცია გამართა.

ანალიტიკური კვლევის მიზანს ლუდის მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიებზე აქციზური გადასახადის გაზრდის ეფექტის, მომხმარებლის ქცევისა და საქართველოში ლუდის ბიზნესის განვითარების შეფასება წარმოადგენდა. ანალიტიკური კვლევის შედეგებზე ეკონომიკის ექსპერტებმა ირაკლი ლექვინაძემ და ლევან კალანდაძემ ისაუბრეს.

აქციზის გაზრდა ნეგატიურად აისახება ქართულ კომპანიებზე. პროდუქტის გაძვირება ავტომატურად იწვევს მის ჩანაცვლებას და შესაბამისად არარენტაბილურს ქმნის ამ სფეროში ინვესტიციებს. სიგარეტისა და სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, ლუდი არის ელასტიური პროდუქტი და ფასის გაზრდა მის გაყიდვებს მკვეთრად ამცირებს. ეს კი ნეგატიურად აისახება ბაზარზე. ვფიქრობ ფისკალური ეგფექტი ანულირებული იქნება, რადგან დამატებითი შემოსავლის მიღების მოლოდინი ანულირებული იქნება წარმოების შემცირებით. აქციზის გაძვირება გამოიწვევს პროდუქციის 25–30 თეთრით გაძვირებას. ამ სექტორში განსაკუთრებით ბევრი ადგილობრივი მწარმოებელია წარმოდგენილი, ამიტომ ის ფისკალური ეფექტი რასაც აქედან მთავრობა ელოდება არ იქნება სასურველი,“– აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ირაკლი ლექვინაძე

შეგახსენებთ, რომ ფინანასთან სამინისტრომ ლუდის მწარმოებელ კომპანიებთან კონსულტაციები 2014 წლის ნოემბერში დაიწყო, მას შემდეგ რაც უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება აქციზის გაზრდის თაობაზე. თუმცა კონსულტაციების შედეგად გადაწყდა აქციზის 50%-ით გაზრდა, ნაცვლად თავდაპირველად დაგეგმილი 100%-სა, მაგრამ ლუდის წარმოებელთა განცხადებით აღნიშნული გადაწყვეტილება არც გონივრულია და არც სამართლიანი. იგი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომ არ მოახდინოს საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილება ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციის და გონივრული ვადის მიცემის გარეშე. დაგეგმილი ზრდის შემდეგ საქართველო გადაუსწრებს ევროკავშირის 19 წევრ ქვეყანას და ლუდზე აქციზური გადასახადის ღირებულება გაუტოლდება ევროკავშირის იმ წევრი სახელმწიოების მაჩვენებელს, სადაც ანალოგიური გადასახადის მოცულობა მაქსიმალურია (დიდი ბრიტანეთ, ფინეთი).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...