0 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისში პარკირების 210 ადგილი უქმდება

ჩამოტვირთვა

"მოქალაქეებს მივმართავ თხოვნით, დაიცვან წესრიგი და არ დაანაგვიანონ მიწისქვეშა გადასასვლელები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ იძულებული ვიქნებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დავაჯარიმოთ ისინი“

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებისთვის დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მოქალაქეს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრება.

კერძოდ, შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება, ასევე, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 
ამავე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჩაიდენს იგივე ქმედებას, 1000 ლარის, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში - 2000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. ამავდროულად, დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 
დასჯადია ასევე სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე, მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე. ამ ტერიტორიების დამახინჯების შემთხვევაში, მოქალაქე 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისას კი ჯარიმა გაორმაგდება. ამასთან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, შესაძლებელია, პირს 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები