0 8 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

2008 წლის ომში დაღუპული პოლიციელების შვილები ბაკურიანში დაისვენებენ

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების შვილები მთის კურორტზე, ბაკურიანში დაისვენებენ.

12 ბავშვი ბაკურიანში, ერთ-ერთ სპორტულ სკოლაში, 10 დღის განმავლობაში დაისვენებს და სათხილამურო სპორტს დაეუფლება. მოზარდები ასევე სხვადასხვა შემეცნებით და სპორტულ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. დასვენების ბოლო დღეს ბავშვებს შორის თხილამურებზე დგომაში შეჯიბრი გაიმართება. გამარჯვებულებს სამინისტროსგან საჩუქრები გადაეცემათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები