1 8 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პრემიერი პოლიციელებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალაზე კომენტარს აკეთებს

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლიციელებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალას „ნაციონალური მოძრაობის“ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიად აფასებს, რომელიც სამართალდამცავების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ძალიან სახიფათო თამაშია, რაც ყველას ძალიან ძვირად დაუჯდება.
„პოლიციელზე ნებისმიერი უსამართლოდ ნათქვამი სიტყვა, თუ ქმედება, არის ანტისახელმწიფოებრივი საქციელი. ჩვენი სამართალდამცავი სისტემის შრომა არის ფასდაუდებელი და მათ სჭირდებათ დაცვა და გვერდით დგომა მთავრობის, საზოგადოების მხრიდან. ეს ადამიანები 24 საათის განმავლობაში ებრძვიან კრიმინალს, მიდიან ტყვიაზე ჩვენი ხალხის, ქვეყნის გამო“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს ჯარი და პოლიცია დეპოლიტიზებულია, რაც ხელისუფლებას ეამაყება.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიციის დისკრედიტაციის საშუალებას არავის მისცემს.
„ეს არის ყოვლად დაუშვებელი და ამაზრზენი ფაქტი. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ პოლიცია გავხადეთ თავისუფალი, ჩავაყენეთ ქვეყნის სამსახურში და დავუბრუნეთ ღირსება. ყველას კარგად მოგეხსენებათ, როგორ ექცეოდნენ საკუთარ პოლიციელებს ახალაიების, კოდუების, მერაბიშვილების კლანები, მთელი სისტემა იყო დაქსაქსული და დემორალიზებული. ჩემი მინისტრობისას ერთ ოჯახად გავაერთიანე და ასე მოხდა სხვა უწყებებშიც, იქნებოდა ეს პროკურატურა თუ ჯარი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები