0 9 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქართული სიყვარულის ისტორია პარიზიდან,რომელსაც სოციალურ ქსელში უკვე განიხილავენ

ჩამოტვირთვა

პატარძალი თათია ტურძილაძეა. უკვე 6 წელია პარიზში ცხოვრობს და მუშაობს. ის Subway-ის მენეჯერია. ნეფე- გიორგი მაისურაძე ფეხბურთელია. მომავალ მეუღლეს რომ შეხვდა პარიზში, საფრანგეთში დარჩენაც მაშინ გადაწყვიტა. ახლა ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდ FC Chevarden-ის მოთამაშეა, რომელიც წარმატებით ასპარეზობს საფრანგეთის ჩემპიონატში. ამავდროულად პარიზული გუნდი Red Star-ის წევრიცაა.

ერთმანეთი საერთო მეგობრის წყალობით Facebook-ით გაიცნეს. ერთი წლის შემდეგ გიორგიმ პარიზში ჩააკითხა თათიას და მათი პირველი შეხვედრაც „სიყვარულის ქალაქში“, ლუვრის ეზოში შედგა.

ჯვარი თამარ მეფის სახელობის ქართულ ტაძარში დაიწერეს.

ტრადიციულ ქართულ ქორწილს პარიზში ქართული სიმღერებით გუნდი „თამარიონი“ ალამაზებდა.

funtime.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები