1 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლიტერატურული კონკურსი „საბა“-2015 დაიწყო

თბილისი, 16 იანვარი, 2015 - თიბისი ბანკმა ლიტერატურული კონკურსი „საბას“ დაწყება გამოაცხადა. კონკურსზე წიგნების წარდგენა დღეიდან უკვე შეუძლიათ მწერლებს, მთარგმნელებს და გამომცემლებს. ამისათვის მათ უნდა შეავსონ განაცხადი კონკურსის ვებგვერდზე saba.com.ge.

განაცხადების მიღება 5 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიური წიგნების განხილვას შეუდგება და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებს.

წელს პრემია „საბას“ დაჯილდოება მეცამეტედ იმართება. მასზე დასახელდება გასული წლის საუკეთესო წიგნები და ავტორები, 10 ნომინაციის მიხედვით:

1.      საუკეთესო რომანი

2.      საუკეთესო პოეტური კრებული

3.      საუკეთესო პროზაული კრებული

4.      საუკეთესო პიესა

5.      საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

6.      საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

7.    საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

8.      უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი

9.      ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი

10.  პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

საკონკურსო წიგნების სია გამოქვეყნდება „საბას“ ელექტრონული წიგნების სახლში www.saba.com.ge, სადაც კონკურსის მსვლელობის პარალელურად განთავსდება საკონკურსო წიგნების ელექტრონული ვერსიები და საზოგადოებას საშუალება ექნება, შეიძინოს და გაეცნოს მათ.

ჟიური მუშაობას 15 თებერვლიდან შეუდგება. წლევანდელი ჟიურის შემადგენლობა, ტრადიციულად, კონფიდენციალური იქნება დაჯილდოების ცერემონიამდე, სადაც საზოგადოება, გამარჯვებული ავტორების ვინაობასთან ერთად, ჟიურის წევრთა ვინაობასაც შეიტყობს.

საპრემიო ფონდი, რომელსაც თიბისი ბანკი გამარჯვებულ ავტორებს გადასცემს, 44 ათასი ლარია.

პრემია „საბა“ 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა და პენ ცენტრმა. პროექტის მუდმივი პარტნიორია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...