2 0 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ძალიან შეუსაბამო, შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელია ჩვენი თავდაცვის სამინისტროსთვის"

ჩამოტვირთვა

სასჯელაღსრულების სამინისტროში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა იწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, მსგავსი მნიშვნელობის რეფორმას მთავრობის მხრიდან დიდი თანადგომა სჭირდება.
ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული არასამთავრობო სექტორი და რეფორმა გამჭვირვალედ წარიმართება.
მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა მოწოდებებს თავდაცვის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილისთვის ამ თემაზე საუბარი გაუგებარია.
„ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებებზე ამხელა აჟიოტაჟი ატყდა, "ვფიქრობ ძალიან შეუსაბამო, შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელია ჩვენი თავდაცვის სამინისტროსთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის სხდომის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა იმ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებითაც, რომელიც კომპანია RMG GOLD-ის თანამშრომლებმა გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს.
პრემიერი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ყოველთვის ორივე მხარეს უნდა მოუსმინოს.
„ის, რომ ამ კომპანიაში დასაქმებულია 3 ათასი ოჯახი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი აქტიური მუშაობა ბოლნისის რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან ძვირფასია თითოეული არქეოლოგიური ობიექტი, კულტურული ძეგლი. ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით 700-ზე მეტი კულტურული ძეგლია აღდგენილი საქართველოში. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეაბილიტირებულია 120-მდე ძეგლი, დაფინანსდა 50-მდე არქეოლოგიური გათხრა, ხოლო „ქართუ ფონდის“ სახსრებით დამატებით 100 ძეგლის რეაბილიტაცია განხორციელდა. გარდა ამისა, კომპანია საკუთარი სახსრებით აპირებს მუზეუმის მოწყობას და ყველა არტეფაქტი, რომელიც იქნება აღმოჩენილი, გადატანილი იქნება მუზეუმში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ კომპანიას სამუშაოების გაგრძელების საშუალება უნდა მიეცეს, ვინაიდან 3 ათასი ოჯახის უმუშევრად დატოვება უპასუხისმგებლობა და ღალატია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები