0 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა

ჩამოტვირთვა

პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით (სიკვდილის შემდეგ) დააჯილდოვა

"თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარებაში ზურას წვლილი მართლაც ძალზე დიდია, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ზურა ავითარებდა, არა მარტო სახელმწიფო ინსტიტუტებს, არამედ მთლიანად საზოგადოებას, მედიას, სამოქალაქო სექტორს. ბუნებრივია, გარდა იმ ტკივილისა, რომელიც ზურას ჩვენგან წასვლით არის გამოწვეული, მის მიმართ უდიდესი მადლიერების გრძნობით ვართ გამსჭვალული იმისთვის, რაც მან სამშობლოს გაუკეთა. ამისთვის მინდა მადლობა ვუთხრა ზურას ოჯახსაც, რადგან თითოეული წევრი - ქალბატონი რემა, ნინო, გოგლაც იყვნენ ჩაბმული იმაში, რითაც ცხოვრობდა ზურა და რითაც ქმნიდა ახალ საქართველოს. მინდა მადლობა მოგახსენოთ და გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება", - მიმართა პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებს 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები