1 7 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრები შეიწყალა

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრები შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით  მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“,  რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია  121  პირი. ამათგან 93 მსჯავრდადებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ხოლო 28 მსჯავრდადებულს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდება. შეწყალებულთაგან 3 ქალია და 3 არასრულწლოვანი.

„კომისიამ, რომელიც  14 და 15 ნოემბერს მუშაობდა,  752 მსჯავდებულის საქმე განიხილა, რომელთაგან 350 საქმე არსებითად იყო განხილული, ხოლო სხვა საქმეები არ აკმაყოფილებდა არსებითი განხილვისთვის საკმარის კრიტერიუმებს“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ.

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს. 93 შეწყალებული დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები