0 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ბანკი საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დაჯილდოვდა

პირველად საქართველოში, თიბისი ბანკმა მიიღო მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ჟურნალების,The Banker და  Professional Wealth Magazine, მიერ დაწესებული ჯილდო - 2014 წლის  საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება საქართველოში.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ბანკი წარდგენილი იქნა ამ ნომინაციაში და დასახელდა როგორც საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურების მქონე მქონე ბანკი.

კონკურსში მონაწილეობას იღებდა 136 ბანკი 60 სხვადასხვა ქვეყნიდან. ჟიური დაკომპლექტებული იყო  საბანკო ინდუსტრიის 15  ექსპერტით ჩრდილოეთ ამერიკიდან,  აზიიდან, ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.

თიბისი ბანკი პერსონალური საბანკო მომსახურების საუკეთესო მაჩვენებლებისთვის დაჯილდოვდა. ჟიურიმ შეაფასა პერსონალური საბანკო მომსახურების მომხმარებელთა და არარეზიდენტი პირების ზრდის მაჩვენებელი, მათი მომსახურების ეფექტურობა და შეთავაზებული პროდუქტების მრავალფეროვნება. 

„ჩვენთვის საამაყოა ეს მიღწევა და მოხარულები ვართ, რომ თიბისი პირველი ბანკია საქართველოში, რომელიც ამ პრესტიჟული გამომცემლობების მიერ დაჯილდოვდა პერსონალური საბანკო მომსახურების სფეროში“- აღნიშნა ბანკის გენერალური დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. „თიბისი ბანკის მიერ 2005 წელს შეთავაზებული VIP საბანკო მომსახურეობა, იყო ერთ-ერთი პირველი ამ ტიპის სერვისი საქართველოს ბაზარზე. ამ პერიოდიდან დაწყებული ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ძლიერი ბრენდი დაფუძნებული მაღალი ხარისხის პროდუქტებსა და მსოფლიო დონის საუკეთესო გამოცდილებაზე. პერსონალური საბანკო მომსახურება, რომელსაც დღეს ჩვენი VIP , Status და არარეზიდენტი პირების აქტივების მართვის განყოფილებები უძღვებიან, თიბისი ბანკის საქმიანობის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს ჯილდო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვინაიდან ეს არის  თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურების საუკეთესო შედეგების სერთაშორისო აღიარება.“

„მადლობა VIP მომსახურების თითოეულ მომხმარებელს, რომლებმაც 10 წლის განმავლობაში გვანდეს საკუთარი აქტივები. მოხარულები ვართ, რომ მათთან ერთად ჩვენ შევძელით დაგვენერგა პერსონალური მომსახურების საუკეთესო პრაქტიკა. ამ მიმართულებით ჩვენ შევეცდებით, დავრჩეთ ლიდერები საქართველოში და მაქსიმალურად ეფექტურად მოვემსახუროთ ჩვენს კლიენტებს.“ -აღნიშნა თიბისი ბანკის VIP განყოფილების ხელმძღვანელმა, ნატა ხურციძემ.

The Banker და PWM Magazine  პერსონალური საბანკო მომსახურების ჯილდო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჟილდოა მსოფლიოში. გამომცემლობების მიერ  ყოველწლიურად ხდება ათობით საუკეთესო ბანკის გამოვლენა პერსონალური საბანკო მომსახურების სფეროში ევროპის,  აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის მასშტაბით.

ჯილდოს მიზანია შეაგროვოს ბანკების პერსონალური მომსახურების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებელები, რათა გამოავლინოს მათ შორის საუკეთესოები.  ბანკები ფასდებიან იმ პროგრესისა და ზრდის მიხედვით, რაც მათ საკუთარი  ბიზნეს სტრატეგიის შედეგად მიაღწიეს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...