1 5 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რობერტ კაპას ფოტოების გამოფენა ქუთაისის თიბისი გალერეაში

20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისის თიბისი გალერეაში (აღმაშენებლის მოედანი #2) გენიალური უნგრელი ფოტოგრაფის, რობერტ კაპას გამოფენა სახელწოდებით „ქართული დღიურები, რობერტ კაპა საქართველოში“ გაიხსნება. 

 

მე-20 საუკუნის ლეგენდის, ომის რეპორტიორისა და სააგენტო „მაგნუმის“ დამაარსებლის რობერტ კაპას საქართველოში გადაღებული ფოტოების სერია თიბისი ბანკის კოლექციის ნაწილია.  ფოტოები 1947 წელს, რობერტ კაპას საქართველოში მოგზაურობის დროსაა გადაღებული. 

 

კაპამ თბილისში, გორსა და ბათუმში 500-ზე მეტი ფოტო გადაიღო. საქართველოში ის მწერალ ჯონ სტეინბეკთან ერთად ჩამოვიდა. სტეინბეკმა სწორედ ამ მოგზაურობას მიუძღვნა თავისი „რუსული დღიური“.  ეს წიგნი, რუსულმა იმპერიალისტურმა მთავრობამ დაიწუნა, რის გამოც მომდევნო 40 წლის თაროზე იდო და მისი გამოცემა მხოლოდ 90-იან წლებში მოხერხდა.

  

კაპას საქართველოში გადაღებული ფოტოების ნაწილის ჩამოტანა 2003 წელს, ამერიკის საელჩოს ინიციატივით და თიბისი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა, სწორედ მაშინ მოეწყო ამ სერიის პირველი გამოფენა. ქუთაისის დამთვალიერებელი კაპას ისტორიულ ფოტოებს პირველად ნახავს.  

 

სულ მალე, თიბისი ბანკის ინიციატივით და დაფინანსებით გამოიცემა კაპას საქართველოში გადაღებული ფოტოების ალბომი, რომელშიც შევა ბანკის კოლექციაში არსებული 80 ფოტო. ამასთან, სპეციალურად ამ ფოტოალბომისთვის სრულად ითარგმნება სტეინბეკის „რუსული დღიურის“ ის ნაწილი, რომელიც საქართველოს ეძღვნება. ფოტოალბომი 2015 წელს გამოიცემა.

 

ქუთაისის თიბისი გალერეაში რობერტ კაპას გამოფენა 7 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...